Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დავით მიხელიძე, ასადელი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (40)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

ჩვენი მარანი მდებარეობს ყვარლის რაიონში, სოფელ ბალღოჯიანში.

მარანი მამა-პაპისეულია, დაახლოებით 80 წელია რაც არსებოს, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული, რაც ძალიან მაწუხებდა. ამიტომ გადავწყვიტე გამეგრძელებინა წინაპრების მიერ დაწყებული საქმიანობა.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

ამჟამად გაშენებული გვაქვს საფერავის და რქაწითელის ჯიშები. სამომავლოდ კი ვგეგმავთ ქისის და კახური მწვანეს გაშენებას.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ვაწარმოებთ ქვევრის რქაწითელს, რომელიც დაყენებულია კახური ტრადიციული მეთოდით და საფერავს - ნაწილს ქვევრში, ნაწილს კი კლასიკური მეთოდით.

ჩვენი ღვინო გამოირჩევა განსაკუთრებული არომატებით და საგემოვნო თვისებებით, რაც გამოწვეულია ვენახის ადგილმდებარეობითა და კლიმატური პირობებით.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

მაღაზიებთან ურთიერთობა 2017 წელს დავიწყეთ. ეს მაღაზიებია: "8000 მოსავალი", "ღვინის გალერეა", "ღვინის სამშობლო", "პაპა ჰემინგუეი" და სხვა.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

 ჩვენი ღვინო ჯერ-ჯერობით უცხოეთის ბაზარზე არ გადის, თუმცა სამომავლოდ რა თქმა უნდა, ამასაც ვგეგმავთ.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ისევე როგორც ყველა საქმეს, ღვინის წარმოებასაც ახლავს გარკვეული სირთულეები, თუმცა ამ სირთულეების გადალახვაში საქმის სიყვარული და ჩემი ოჯახი მეხმარება.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ჩემი აზრით საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, რათა მცირე მარნებმა უკეთ შეძლონ პროდუქტის წარმოება და რეალიზება.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

დამწყებ მევენახეებს ვურჩევდი არ შეუშინდნენ სირთულეებს, იყვნენ შრომისმოყვარენი და უყვარდეთ თავიანთი საქმე.

მარნის დასახელება: "ასადელი"

მარნის მისამართი: ყვარლის რაიონი, სოფ. ბალღოჯიანი.

ტელეფონი: +995 598267071

ელფოსტა: asadeliwine@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: ასადელი • Asadeli

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.