Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიო ღვინის ვაჭრობა 2016 წლის მონაცემებით

ოქტომბრის ბოლოს ბრაზილიაში OIV–ის ეგიდით ვაზისა და ღვინის 39–ე კონგრესი გაიმართა, სადაც ტრადიციულად წარმოადგინეს ბოლო წლის მანძილზე ვაზისა და ღვინის სფეროში მომხდარი ცვლილებების სტატისტიკური ანგარიში. ღვინის საინფორმაციო ცენტრი მორიგ, დასკვნით პუბლიკაციას გთავაზობთ, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ღვინით ვაჭრობის სტატისტიკას ეძღვნება.

2015 წლის ბოლოს მსოფლიოს ღვინის ბაზარზე მთლიანობაში 104.3 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო გაიყიდა, რაც 2014 წლის მონაცემებზე 2%–ით მეტი აღმოჩნდა.

საერთო შემოსავალმა 28.3 მილიარდი ევრო შეადგინა, ეს კი წინა წლის მონაცემებთან შედარებით 10%–ით მეტია.

ბოლო წლებში მსოფლიო ღვინის ბაზარზე წამყვანი ქვეყნები არიან – ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი. მათზე მთელი ექსპორტირებული ღვინის ნახევარზე მეტი მოდის (56%).

აქ შეგიძიათ ნახოთ თანხობრივად როგორ გამოიხატება ექსპორტის მონაცემები:

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო გერმანიაში შედის, შემდეგ დიდ ბრიტანეთში და აშშ–ში. უცნაურია, მაგრამ მეოთხე ადგილზე საფრანგეთია სტაბილურად, ხოლო ჩინეთმა 2015 წელს, იმპორტის თვალსაზრისით უდიდესი ნახტომი გააკეთა (45%) და ეს, სხვათა შორის, ქართულ ღვინოზეც აისახა. საგრძნობი კლებაა რუსეთის ფედერაციაში (–14%).

თანხობრივად აშშ და დიდი ბრიტანეთი უსწრებენ გერმანიას, რუსეთი კი საერთოდ ვერ მოხვდა ამ ექვსეულში. სამაგიეროდ, კანადასა და იაპონიას, შედარებით მცირე რაოდენობის მიუხედავად, საფრანგეთზე და რუსეთზე დიდი თანხობრივი მაჩვენებლი აქვს. ჩინეთში, როგორც ხედავთ 61%–იანი ზრდაა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.