Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დაუვიწყარი ქართული ღვინოები ბენეტ ბოდენშტაინის თვალით

ბენეტ ბოდენტშტაინი, ღვინის მწერალი, საქართველოს შესახებ წერს, მკითხველს საბჭოთა პერიოდში ქართული ღვინის წარმოების შესახებ უამბობს, უძველეს აღმოჩენებზეც საუბრობს და საბოლოოდ რჩეულ ღვინოებს ახასიათებს: “მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და საბჭოთა კავშირის მიერ აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის ოკუპაციისას, იმ ქვეყნებში წარმოებული ღვინოების უმეტესობა ძირითადად რუსეთში მიედინებოდა და მცირე რაოდენობა თუ ხვდებოდა დასავლეთში. ცივი ომის აქტიურ ფაზაში, მეგობარმა, რომელიც რუმინეთში ნათესავებთან იყო ჩასული, ჩემთვის იქიდან მალულად ჩამოიტანა 1 ბოთლი რუმინული ღვინო, რომელიც იმ დროს დასავლეთისთვის მიუწვდომელი იყო, დღეს, საქართველოში წარმოებული ღვინოები უკვე ხელმისაწვდომია ამ ქვეყანაში და მე მქონდა შესაძლებლობა რამდენიმე დამეჭაშინკებინა” - გვიამბობს ავტორი და დასძენს, რომ ხელმისაწვდომი ღვინოები შესანიშნავი ხარისხის იყო.

Teleliani Glekhuri Saperavi Qvevri 2021 ($26) - ბენეტ ბოდენშტაინი ამბობს, რომ ეს ღვინო ნამდვილად "მომხიბვლელია.": “ეს არც კაბერნე სოვინიონია, არც პინო ნუარი, არამედ წითელი ღვინოა, დამზადებული საფერავის ვაზის ჯიშიდან, რომელიც საქართველოში იზრდება და აქვს გამორჩეული გემო და არომატი. ამ ღვინოს ასეთი არომატები და გემო სწორედ იმის გამო აქვს, რომ მას ქვევრში ავარგებენ, ყურძნის წიპწებთან ერთად. შედეგად კი მიიღება ღვინო, რომელიც გთავაზობთ შავი მოცხარის, ტყავის, ქლიავის, სანელებლების და მუქი შოკოლადის არომატებს.”

Tetra White Wine ($30) - Tetra არის ელეგანტური თეთრი ღვინო, რომელიც შედგება ადგილობრივი, ქისისა და ყველასთვის კარგად ცნობილი შარდონეს ვაზის ჯიშისგან. მასში იგრძნობთ ყვითელი ხილს, ყვითელ ყვავილებს, აქვს ზაფხულის ყვავილების კალათის სურნელება. ყველაზე აშკარა ხილის ტონები არის გარგარი და ატამი, რომლებიც თან ეხამება ყვავილების არომატს: “ეს არის თეთრი ღვინო, რომელიც არ ჰგავს სხვას და ცალკე აღნიშნავს იმსახურებს. მას მიირთმევთ სალათებთან, პასტასთან და ყველის დაფასთან ერთად"

Villa Chven Winery 2022 Tsolikouri ($27) - Villa Chven-ის ღვინო კვლავ ასოცირდება ყვითელთან, რადგან არომატულად მკვეთრად გამოხატული ყვითელი ყვავილის არომატი აქვს, ძლიერი, ზაფხულის ხილის ტონები და სასიამოვნო დაბოლოება: “ქვევრის მეთოდმა ამ შემთხვევაში ღვინოს საინტერესო გემო და არომატები შესძინა, რომლებიც ხშირად არ გვხვდება სხვა ღვინოებში. 

ბენეტ ბოდენშტაინის აზრით, ეს ღვინოები გვაძლევს უნიკალურ და საინტერესო გამოცდილებას, გაიზიარონ ქართული ღვინის კულტურა: “ქართული ღვინის ინდუსტრია წარმოადგენს არამარტო ისტორიულ და კულტურულ სიმდიდრეს, არამედ მაღალ ხარისხს, რომელიც ღვინის მოყვარულებს კიდევ ბევრ აღმოჩენას შესთავაზებს.” - ვკითხულობთ სტატიის დასასრულს. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.