Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მზიური ვინტაჟი

ყოველი პრესტიჟული cuvee Dom Pérignon-ის შექმნა მეღვინეობის სფეროში დიდ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წლის დასაწყისში კომპანიაMoёt & Chandon-მა(LVMN group), რომელსაც ზემოხსენებული შამპანურის ცნობილი ბრენდი ეკუთვნის, გამოუშვა 2003 წლის მოსავლის პრესტიჟული კიუვე Dom Pérignon სახელწოდებით “მზიური”. 1961 წლიდან მოყოლებული დღემდე შექმნილია Dom Pérignon-ის 37 ვინტაჟი, რომელთაგან უკანასკნელი, 2002 წლის  მოსავლისა, ბაზარზე 2010 წელს გამოჩნდა, ანუ ღვინო 7 წლიანი დაძველებით გამოვიდა. ახალი კიუვე უფრო დიდ ხანს, 9 წელს ძველდებოდა. შამპანურის  ზოგიერთმა მწარმოებელმა გადაწყვიტა 2003 წლის მოსავლის ღვინოები ვინტაჟური კატეგორიისათვის მიეკუთვნებინათ, რის შესახებაც Dom Pérignon – ის მთავარმა მეღვინემ, რიშარ ჟეფომ განაცხადა.

2003 წელი შამპანურის მწარმოებლებისათვის მეტად რთული წელი იყო. გაზაფხულს დაერთო ყინვა, ზაფხული კი, ისევე, როგორც მთელ ევროპაში, ყველაზე ცხელი აღმოჩნდა უკანასკნელი 53 წლის მანძილზე. უჩვეულო სიცხის გამო დროზე ადრე დაიწყო რთველი (აქვე უნდა ითქვას, რომ მოსავლის ადრე აღების რეკორდი მაინც 2011 წელია, რთველი რამდენიმე დღით ადრე დაიწყო 2003 წელთან შედარებით). განსაკუთრებით გაუჭირდათ შარდონეს ჯიშის მწარმოებლებს. რთულმა კლიმატურმა პირობებმა სერიოზული საშიშროება შეუქმნა მრავალ კომპანიას.

რიშარ ჟეფომ ხაზი გაუსვა, რომ მოსავალი გარკვეული თავისებურებებით გამოირჩეოდა, ახალი კიუვე შეიცავს 62% პინო ნუარს და 38% შარდონეს. რაც შეეხება პინო მენიეს, იგი პრესტიჟულ კიუვეში არ გამოიყენება. ჩვეულებრივ, დომ პერინიონის შამპანურში თანაბარი რაოდენობით შარდონე და პინო ნუარი იხმარება, მაგრამ 2003 წლის შარდონეს სარეკორდო დაბალი მოსავლის გამო ამ ჯიშის წილმა რეკორდულ მინიმუმამდე დაიკლო. მთავარი მეღვინის განმარტებით, უდიდესი შრომა იქნა ჩადებული პრობლემების გადასალახავად. კერძოდ, შესაძლო დამჟავებისაგან ღვინის დასაცავად გოგირდის დიოქსიდის გაზრდილი დოზა გამოიყენეს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.