გამოქვეყნებულია: 4 დეკემბერი, 2012 - 13:29
ბურგუნდიელი მეღვინეები ძალიან კმაყოფილები არიან პირველი დეგუსტაციით და წლის ერთადერთ მინუსად ყურძნის შედარებით მცირე მოსავალს ასახელებენ. რბილი ზამთარი, გრილი გაზაფხული, თბილი მაისი და წვიმიანი ივნისი, შემდეგ კი მაღალი ტემპერატურა, რასაც სეტყვა და შტორმი მოჰყვა - ასეთი იყო შარშანდელი ამინდი ბურგუნდიაში და მეღვინეებს ძალისხმევის გაათმაგება მოუხდათ, რომ მოსავალი შეენარჩუნებინათ. როგორც პირველი დეგუსტაციები მოწმობს, ბურგუნდიელ მეღვინეებს ამაგი დაუფასდათ - 2012 წლის მილეზიმი უკვე ძალზე წარმატებულად არის აღიარებული. “თითოეული აპელასიონის ღვინო ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს,” - აცხადებს გამოცემა Burgundy Wines. თეთრი ღვინოები ექსპრესიული და კარგად დაბალანსებულია, არომატში იგრძნობა ცოცხალი ხილისა და ციტრუსის ნოტები. ეს არის დახვეწილი, კონცენტრირებული ღვინო. წითელი ღვინოები ინტენსიური ფერთა გამით გამოირჩევა, არომატში დომინირებს წითელი კენკრა. ტანინები მწიფე, ხავერდოვანი და ჰარმონიულია. Burgundy Wines-ი მილეზიმის ერთადერთ მინუსად შედარებით მცირე მოსავალს მიიჩნევს. სხვადასხვა მონაცემებით, 2012 წელს მოსავალი ბურგუნდიაში ჩვეულებრივზე 20%-ით ნაკლები იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა ევროპული მეღვინეობის თითქმის ყველა რეგიონს შეეხო.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი