Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბერძნული ღვინოები - დეკანტერი

საბერძნეთი ერთ-ერთ უძველეს მწარმოებელ რეგიონად მიიჩნევა მსოფლიოში. ღვინოს აწარმოებენ თითქმის ყველგან, ეგეოსის კუნძულებზე, სადაც ძირითადად ტკბილ მუსკატის ღვინოს აყენებენ, პელოპონესში, თესალიასა და მაკედონიაში. ქვეყანაში მრავალი ვაზის ჯიშია გაშენებული, მათ შორის სოვინიონ ბლანი, მუსკატი, კაბერნე, პინო და ა.შ. გარდა ამისა, გვხვდება ბევრი ადგილობრივი ჯიშიც, რომელთა სრულად ჩამოთვლა შეუძლებელიც კია. “დეკანტერის” აგვისტოს ნომერში უახლესი ბერძნული ღვინოების შესახებ ექსპერტი ოლი სმიტი საუბრობს.

ათენის ჩრდილოეთით ორი საათის სავალზე, თუმცა ჯერ კიდევ პელოპონესში, არის ნემეას ვენახები, სადაც აგიორგიტიკო (Agiorgitiko), ადგილობრივი ვაზის ჯიშია გაშენებული, რომელიც ამჟამად დიდ ცვლილებებს ახდენს ბერძნულ ღვინის ინდუსტრიაში.

ზეთისხილისა და ფორთოხლის ხეებით გარშემოტყმული ვენახები, როგორც ავტორი წერს, ძველ კალიფორნიას ჰგავს, თუმცა უფრო მეტად რიოხას. ყველაზე დიდი ღვინის რეგიონი საბერძნეთში, 250 მ-დან 1050-მდე სიმაღლეზე გაშენებული 3000 ჰექტარზე მეტი ვენახებით, საკმაოდ დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რეგიონში 17-მდე ღვინის სოფელია: “ხილისა და ძალიან ღრმა სურნელების მქონე ღვინო ისეთივე საოცარია, როგორც არგენტინის მაღალმთლიან რეგიონებში დაწურული მალბეკი იასამნის არომატებით. ძალიან, ძალიან შთამბეჭდავია” - წერს ავტორი. ნემეაში სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან დაინახავთ მეღვინეებს, ღვინის საწარმოებს, ერთ-ერთია ჯორჯ სურასის ღვინის საწარმო, რომელმაც სულ თავიდან ღვინის დაყენება მანქანის ფარეხში დაიწყო. მათ ვენახები მთის წვერზეც აქვთ გაშენებული, რაც ყურძენს მზის დამწვრობისგან იცავს და სიგრილეს უნარჩუნებს, ეს კი მას ელეგანტურობას სძენს. 


გამორჩეული ღვინოები

ნემეას მახლობლად ევანჯელინა პალივუს სულ ახალ-ახალი იდეები აქვს Palivou Estate-ისთვის. ღვინის საწარმოში აყენებენ ვიონიეს, განსაკუთრებითაა აღსანიშნავი Gerovassilious-ს ვიონიე, რომელიც კასრში ვარგდება და ხასიათდება გარგრისა და ატმის სურნელებით, ძალიან უხდება თევზს, კრევეტებს თეთრ სოუსში, ლობსტერის კერძებსა და აზიურ სამზარეულოს. პალივუს Viognier 2021-ს აბრეშუმისებრი ტექსტურა აქვს და სურნელოვანი ხილის, უფრო მეტად კი ნესვის არომატები. ავტორისთვის გამორჩეულია Palivou Estate-ის La vie en Rose, 2021, რომელიც მოსკოფილეროსგან იწურება და ვარდის, ლიმნისა და ტკბილეულის სურნელება აქვს: “ეს ღვინო თანამედროვე ბერძნული ღვინის შესანიშნავი მაგალითია, რომელიც შექმნილია ჩამავალ მზის შუქზე დასატკბობად”.

საბერძნეთის თეთრი ღვინოები მომაჯადოებელი არომატებით მსოფლიოში უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს. სმიტისთვის გამორჩეულია ასირტიკო (Assyrtiko) სანტორინიდან, რომლის მარილიანი, თითქოს ზღვის სუნთქვისშემკვრელი ნოტები ძალიან ჰგავს ესპანურ მანსანილას. Gaia’s Wild Ferment ავტორის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მოგონებაა საბერძნეთიდან. პირგოსის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზი კი ღვინოს კიდევ უფრო მეტ არომატულობას სძენს. თაფლის, ფიჭვის, ატმის ყვავილისა და მძლავრად ცხარე-მარილიანი ნოტები, ხმელთაშუა ზღვისა და კვამლის ოდნავი სურნელება ძალიან ამდიდრებს ღვინოს. როგორც ავტორი წერს, გამხმარ ორეგანოსა და ციტრუსის გამაგრიელებელ სიხალისეს შორის იდეალური ბალანსია და მშვენიერია ჩასმოსხმიდან პირველი სამი წლის განმავლობაში. 

ტურისტებისა და მოგზაურებისთვის გამორჩეული ადგილია The Santo Cooperative სანტორინიზე. კუნძულზე დაახლოებით 1200 აქტიური მეღვინე-მევენახეა. 

40 ჰექტარი პატარა კუნძულ თირასაზეა, სადაც აქაური ღვინის წარმოების დაახლოებით მესამედია. გამორჩეულია Cuvee Selection Assyrtiko 2020,  რომელიც 13 თვეს ატარებს ჭაჭაზე. სანტორინის 1200 ჰექტარი საფრთხის ქვეშაა, რასაც UNESCO იცავს. როგორც ოლი სმიტი აღნიშნავს, საუკეთესო ბერძნული ღვინოები, ჩრდილოეთ კრეტადან ეპიროსამდე მთებსა და მწვერვალებზე, მართლაც რომ საგანძურია ღვინის მოყვარული ადამიანებისთვის. ადგილობრივი ჯიშების ძალიან დიდ არჩევანსა და შესაძლებლობებს მნიშვნელოვანი მწარმოებლებიც თვალყურს ადევნებენ. სტატიას სრულად დეკანტერის აგვისტოს ნომერში გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.