Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2023 - ფესტივალში მონაწილე მარნები

ხვალ, შაბათს, 21 ოქტომბერს "ღვინის კლუბი" გიწვევთ ღვინის ფესტივალზე "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2023", რომელიც ღვინის დღეების "ღვინობისთვის" ფარგლებში უკვე რამდენიმე წელია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება. 

ღონისძიება გაიმართება მთაწმინდის პარკში 12:00 - 19:00-მდე, სადაც დამწყები თუ გამოცდილი მარნები თავიანთ ღვინოებს წარმოადგენენ. ფესტივალზე გასულ წელს 30 მარანი იყო, წელს კი მთაწმინდის პარკში 34 მცირე მარანს შეხვდებით. "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2023" მწარმოებლების გარდა ქართველ და უცხოელ ღვინის პროფესიონალებს, ღვინის მწერლებს, ღვინის ბარ-რესტორნების წარმომადგენლებსა და მოყვარულებს უმასპინძლებს. 

ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას კი უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინოების შესახებ, რომლებსაც გავსინჯავთ და მოგვეწონება. ჩვენს წინასაფესტივალო რჩევებს აქ გაეცნობით, ფესტივალის კარი კი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ახლა იმ მეღვინეობებს გაგაცნობთ, რომლებსაც ხვალ ღონისძიებაზე შეხვდებით:

1.ა კიდო

2.ალპანა- ფრუიძეების საგვარეულო მარანი

3.არაგვისპირის მარანი

4.ბიბინეიშვილი ვაინს

5.დამილიე

6.დიალოგი

7.Wine Well • ვაინ ველ

8.ველეულა - შენი მარანი რაჭაში

9.კაპიტოს მარანი

10.კოლაგისი

11.Lisiwine-Meskhishvili Family Winery

12.მეღვინეობა ამბრა

13.მარანი კოცნამეული

14.მარანი ზოდი

15.მელიტონი

16.ME ხაშმის საფერავი

17.ნადელები

18.ნანატრი 

19.ნიკოს ღვინო 

20.პატარა მარანი

21.როჭოს ვენახები

22.რტონი

23.სატრფო

24.საღვინე სახლი

25.SN Winery 

26.უჩას ღვინო 

27.უწყინარი

28.ქიზიყური ტრადიციული

29.ღვინო კალოუბანი

30.შავგულიძის მარანი

31.შანოს საოჯახო მარანი

32.შერმა საოჯახო მეღვინეობა

33.ხედი ვაინი 

34.ჯანაანის ღვინის მარანი

სხვა კომპანიები:

35.ტაბლა ნოვა

36.ღვინის კლუბი 

გელოდებით ხვალ, 21 ოქტომბერს, 12:00-დან 19:00 საათამდე მზიან მთაწმინდაზე,

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული