Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი 2023 - წინასაფესტივალო მიმოხილვა და მეღვინეების მოლოდინები

13 მაისს მთაწმინდაზე “ღვინის კლუბის” ორგანიზებით “ახალი ღვინის ფესტივალი” გაიმართება. 13 მაისს მონაწილეობას მიიღებს 100 ღვინის კომპანია და 128 საოჯახო მარანი, 4 ღვინის სექტორთან დაკავშირებული კომპანია და 14 მცირე მეწარმე ღვინის თემაზე შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრებით. ფესტივალს სულ 246 მონაწილე ეყოლება.

ახალი მარნები ძალიან დიდი მოლოდინებით ელიან ფესტივალზე პირველად მასპინძლის როლში ყოფნას. “ენოფეას” დამფუძნებელი არჩილ ფარსადანიშვილი: “ფესტივალზე სტუმრის სტატუსით არაერთხელ ყოფნამ და იქ ყოფნისას ძალიან სასიამოვნო ემოციებმა გადამაწყვეტინა ამ წელს დახლის მეორე მხარეს ვიდგე და თავად ვუმასპინძლო სტუმრებს, რაც ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობაცაა”.

წლევანდელი ფესტივალი გამოირჩევა იმითაც, რომ ქალი მეღვინეების როლი ძალიან მკაფიოდ არის წარმოჩენილი. “ქალები ღვინის ინდუსტრიაში” თანამოაზრე მეღვინე ქალებსა და ამ სფეროს სპეციალისტებს 2020 წლიდან აერთიანებს. ჩვენს ფესტივალზე კი WIWI-ის 20-ზე მეტ წევრს მეღვინე ქალსა და მათ მარნებს აღმოაჩენთ: “ასოციაცია 40-მდე მეღვინე ქალ მეწარმეს აერთიანებს. მისი მიზანია, რომ დაეხმაროს ქალბატონებს პროფესიულ განვითარებაში, გამოავლინოს მათი პოტენციალი ღვინის წარმოების მხრივ, დაეხმაროს სამეწარმეო ხედვის ჩამოყალიბებაში, გაუწიოს მათ პროდუქციას რეკლამირება სხვადასხვა გამოფენის მეშვეობით. ასოციაცია ცდილობს შეცვალოს დიდი გენდერული სხვაობა მეღვინეობის ინდუსტრიაში”. WIWI-დან გვიამბობენ დაბრკოლებებსა და სირთულეებზეც, რომლებსაც ქალები ამ სექტორში აწყდებიან ხოლმე: “ღვინის ინდუსტრიაში ქალი დაკავებული მხოლოდ ისეთ თანამდებობაზე, როგორიცა არის ლაბორატორიის სპეციალისტი, საუკეთესო პოზიცია გაიყდვების მენეჯერია. ქალებს ძალიან იშვიათად ნახავთ ტოპ მენეჯერებად და კიდევ უფრო იშვიათია მთავარი ტექნოლოგიის ან მთავარი მეღვინის პოზიციაზე. ამ სექტორში 90%-ს მამაკაცები წარმოადგენენ და მხოლოდ 10% უჭირავთ ქალებს. საკუთარი ბიზნესის წარმოება კიდევ უფრო რთულია ქალებისთვის. თუმცა, ეს ძალიან საპასუხისმგებლო და რთული სფეროა, სადაც ხელგაშლილი არავინ დაგხვდება, არის დიდი კონკურენცია, მაგრამ თუ მართლა გიყვართ ის, რასაც აკეთებთ, თუ გრძნობთ, რომ იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ, ყველაფერს გადალახავთ” - ამბობს მარინა ავალიშვილი. მარი ღვედაშვილი, “ქიზიური ტრადიციულიდან” აღნიშნავს, რომ ქალის ხელი სხვანაირად უხდება ღვინოს: “ვაზი და ღვინო ჩემთვის პატარა ოჯახს ნიშნავს. ქალის ხელი და ყურადღება კი მგონი ყველას და ყველაფერს ალამაზებს, არც ღვინოა გამონაკლისი"

ფესტივალზე შეხვდებით უამრავ ღვინის კატეგორიას, ქართულ და უცხოურ ჯიშებს, ცქრიალა, მსუბუქ და სხეულიან ღვინოებს, ბევრ ახალ თუ ძველ მარანს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მეღვინეები ერთმანეთს კონკურენტებად კი არა, თანამებრძოლებად აღიქვამენ, ამას კი “ახალი ღვინის ფესტივალზე” აუცილებლად შეამჩნევთ. შალვა ალელიშვილი, მარანი “ღვინიას” დამფუძნელია და ამ წელს პირველად იქნება მასპინძლის როლში: “ერთმანეთს ცოდნა, გამოცდილება, პრაქტიკა, შეცდომები და წარმატება თუ არ ვუწილადეთ, ისე არაფერი გამოვა. ეს ურთულესი სფეროა უკიდეგანო სივრცეემითა და გამოწვევებით. პატარა მარნები უნდა ვეცადოთ, ჩამოვაყალიბოთ მცირე კოოპერატივები და გაერთიანებები, შევიძინოთ საერთო დანადგარები, რაც დღეს თანამედროვე მარანში სჭირდება მეღვინეს”.

ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ქვევრის პოპულარიზაციაა, მეღვინეებისა და ღვინის მოყვარულების შეხვედრა და ერთმანეთის კარგად გაცნობა, ასევე საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება. ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად იზრდება, უფრო და უფრო მეტი საოჯახო მარანი და ღვინის კომპანია უერთდება. წელსაც ქართული ღვინის ყველა მოყვარულს ფესტივალი 13 მაისს 11:00- დან 18:00-საათამდე უმასპინძლებს, სტუმრებს 2022 წლის საუკეთესო ღვინოები ელოდებათ. ფესტივალი დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში კი როგორც წესი ღვინის კლუბის მიერ შერჩეული მარნის საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ. გარდა ამისა, იქნება მუსიკა - “ნალი ბენდი”, რეზო კიკნაძის ჯაზ. ბენდი. ფოლკლორული ანსამბლი “ჯეო ფოლკი”. იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშება და ა.შ. 

ფესტივალის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ასოციაცია ,,ქალები ღვინის ინდუსტრიაში’’ (WIWI). საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ვებგვერდი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი ჯი.ვინო/G.Vino, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ლეპერტი.

ფესტივალამდე ჩვენს ღვინის დეგუსტაციის რჩევებს გაეცანით, იქამდე მონაწილე საოჯახო მარნებსა და კომპანიებსაც შეგიძლიათ გადახედოთ, თქვენთვის სასურველი და საინტერესო მონიშნოთ, ფესტივალზე კი მათი ღვინოები დააჭაშნიკოთ. გელოდებით 13 მაისს, მთაწმინდაზე!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული