Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი 2017 – სტუმრები, გარემო, მასპინძლები

ბაია აბულაძე

ბაიას ღვინ

ახალი ღვინის ფესტვალი ჩვენთვის პირველ რიგში დღესასწაულია, უამრავი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანით. ჩვენთვის, როგორ ოჯახური მარნისთვის,  ძალიან მნიშვნელოვანია ფესტივალში მონაწილეობა, რადგან ეს ჩვენი ახალი ღვინის პირველი შეფასებაა. ფესტივალზე ვამყარებთ კონტაქტებსა და

სამომავლოდ ბევრი საინტერესო ურთიერთობა სწორედ აქ იწყება. გასული წლის ფესტივალი ჩვენთვის ნამდვილად განსაკუთრებული და სასიხარულო იყო. ჩვენი ღვინისადმი მაღალი ინტერესის გამო, უამრავი ადამიანი მოდიოდა და სინჯავდა ჩვენს პროდუქციას. ქართველებთან ერთად ბევრი უცხოელიც სტუმრობდა ფესტივალს. კარგი მუსიკა, სასიამოვნო ადამიანები, უამრავი სხვადასხვა ღვინო, მზიანი მაისის ამინდი, საუკეთესო განწყობას ქმნიდა. წელს ველით კიდევ უფრო ამაღლებულ განწყობას, ნაცნობ მეღვინეებს, ღვინით დაინტრესებულ ბევრ ადამიანს, სტუმარს და სასიამოვნო გარემოს.

სალომე ლაფაჩიშვილი

ლინგვისტი

,,ახალი ღვინის ფესტივალი’’ - სადაც მიწა და ზეცა ერთდება! უკვე მეექვსე წელია ყოველწლიურ მოლოდინად და სიხარულად მექცა. 2011 წელს ოჯახთან ერთად პირველად ვესტუმრე ფესტივალს. გაზაფხულის სურნელთან შეზავებული ღვინის არომატის მრავალფეროვნება, ფრთაშესხმული და ლაღი ადამიანების  ყურება წლის უძლიერეს შთაბეჭდილებად იქცა და იმ თავმომწონე ღვინოებთან ჩემი ოჯახის ღვინის დამეგობრება გადამაწყვეტინა. აქ ღვინოებს ერთმანეთთან გაჯიბრება არ უყვართ. 2011 წლის მოსავალმა  ოჯახის ძალისხმევასთან ერთად იმარჯვა და იმ წელს ჩემი საფერავი სიხარულით  მასპინძლობდა სტუმრებს. ღვინის ფესტივალმა მაპოვნინა ,,ოქრო’’ ღვინო, ,,ქისის’’ იშვიათი ჯიშის ფეხზე დადგომითაც გამახარა, ,,მანდილის’’ მოხდენილი და თამამი კეკლუცობითაც მომხიბლა. ,,ღვინის კლუბის’’ მიერ ორგანიზებული ღვინის ფესტივალი ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის, შრომის სიხარულის გაზიარების და დამეგობრების ზეიმია, რომელსაც ყოველწლიურად გულწრფელად ვულოცავ მადლიან ორგანიზატორს, მონაწილეს და სტუმარს. ჩემი ათი წლის შვილის მეექვსე გაზაფხულზე დასმული კითხვა - წელს ხომ მივდივართ ღვინის ფესტივალზე? - მარწმუნებს, რომ ფესტივალს მომავალი აქვს.

შეგერგოთ!

აკაკი ავალიშვილი

Tablanova
თუ ერთხელ მაინც გქონია ახალი ღვინის ფესტივალზე ყოფნის ბედნიერება, ნამდვილად მიხვდებით რასაც ვფიქრობ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ - დღესასწაულის სულის ჩამდგმელი, მონაწილე, ლოგისტიკის უსტაბაში, დარგობრივ-უნიკალური ვიზიტორი თუ უბრალოდ სტუმარი - შენთვის ეს დღე განსაკუთრებულია. მისი ხათრით კალენდარსაც უფრო ხშირად უყურებ და, ალბათ, ნალექის ალბათობაც გაინტერესებს. მაგრამ დიდად მაინც არ გაღელვებს ამინდი, რადგან ზუსტად იცი - მოვა მაისის მეორე შაბათი და შენც შენს ფესტივალზე იქნები. აქ იქნება უცხო და ნაცნობი, მცოდნე და მოყვარული. იქნება ყველა, რიგითიც და შემოქმედიც. ბავშვივით გახარებული და გაბრუებული. როგორც ახალ წელს.
არადა მართლა ახალი წელია, ოღონდ უფრო თბილი და უთოვლო. უცნაურად ახლო, 365-დღიანი ახალი წესრიგით და უწესრიგობით. ბევრი სიახლე და აღმოჩენა. დიდი საქმე!

ქეთი ადეიშვილი

ჟურნალისტი

2010 წლიდან მოყოლებული ახალი ღვინის ფესტივალი ჩემი დღესასწაულების სიის პირველ ადგილას მოექცა. არცერთ დღესასწაულს ისე არ ველოდები, როგორც მაისის მეორე შაბათს.  აქ ერთად არის შერწყმული ამაღლებული საგაზაფხულო განწყობა და ქართული ღვინის მრავალფეროვნება. ახალი ღვინის ფესტივალმა და ღვინის კლუბმა ღვინო სხვა თვალით დამანახა, შემაყვარა, როგორც კულტურა  და არა როგორც უბრალო სასმელი. რასაც ამ წლების განმავლობაში ვაკვირდები, შედარება არ არის  პირველ და ბოლო ფესტივალებს შორის, იმდენად დაიხვეწა როგორც მონაწილეთა დონე, ასევე მომხმარებელიც, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ახალი ღვინის ფესტივალის მნიშვნელობას. ღვინის ფესტივალზე მე არ შემხვედრია უკმაყოფილო და მოჩხუბარი ადამიანები, ყველა ერთმანეთს უღიმის და არაჩვეულებრივი გაწყობა აქვს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.