Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკა - „ახლა ქართული ღვინის სმის დროა“

New York Magazine -ის ენო-გასტრონომიულმა დამატებამ, ბლოგმა Grub Street-მა მოზრდილი პუბლიკაცია მიუძღვნა რამდენიმე დღის წინ ქართულ ღვინოს. ქრის ქროულის (Chris Crowley) სტატიას ასე ერქვა: „ახლა ქართული ღვინის სმის დროა. რატომ?“

ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული ღვინო უკიდურესად „ნიშური“, ვიწრო წრის ღვინოა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალზე მოდური „ნატურალური ღვინის“ მოძრაობის ფონზე პოპულარული გახდა, მას გაუჭირდება ამ ფარგლებს გასცდეს.

სტატიაში გვხვდება ასეთი გამოთქმებიც: უცნაური, უხეში, სოფლური, ველური. ეს ყველაფერი ქართულ ღვინოს შეეხება, თუმცა ქროული იმასაც აღიარებს, რომ ბევრ კერძს კარგად იხდენს ჩვენი ღვინო.

იგი აშშ–ს რამდენიმე მნიშვნელოვან ღვინის კერას ასახელებს, სადაც ქართული ღვინის დალევაა შესაძლებელი, მაგალითად Freek’s Mill–ს, რომლის ერთ-ერთი დირექტორი ალექს ალანი განსაკუთრებით უსვამს ხაზს გრილზე მომზადებული კერძებისა და ქართული ღვინის შეხამებას. მისი აზრით, ასეთ კერძებთან კარგად მიდის ქართული ღვინის სოფლური და პირდაპირი გემოები.

აქვეა ნახსენები ისთ ვილიჯში რესტორანი Oda House, რომელიც მხოლოდ ქართულ ღვინოებს ჰყიდის. იგი წერს, ქისიდან დაყენებულ ღვინოს პოლ გრეკოს Terroir-ში (ტრაიბეკა) შემოგთავაზებენო, ხორხე რიერა Wildair-ში კი 2015 წლის როლმელიღაც კარგ ნატურალურ რქაწითელს დაგალევინებთო. Chambers Street-ში 12 სხვადასხვა ქართული ღვინო ჰქონიათ. ჩამოთვლილია ღვინის მაღაზიებიც – Astor Wines, Flatiron Wines, და UVA. არაა გამოტოვებული დასავლეთ სანაპიროს ღვინის ბარები და სხვა ღვინის კერები - Bar Tartine, Bi-Rite Market, Gjelina და Bar Covell ლოს ანჯელესში.

ავტორი ლიზა გრანიკის სიტყვებსაც იმოწმებს, სადაც იგი ამბობს: „ყველა მომხმარებელი არაა დაინტერესებული ე.წ. „ნატურალური ღვინით“ და ძალზე სამწუხარო იქნებოდა, თუკი ქართული ჯიშების სუფთა, დახვეწილი ნიმუშები არ იქნება წარმოდგენილი“–ო.

სტატიას ღვინის დახასიათებები მოსდევს: ჯაყელები, ვინოტერა, ლაგვინარი, შატო მუხრანი, იაგოს ღვინო, ორგო, იბერიელი, არჩილ გუნიავას მარანი, ხოხბის ცრემლები. ყველა ამ მარნის ღვინის დახასიათება ლიზა გრანიკის, ელის ფეირინგის და ალექს ალანის ციტატებია.

პუბლიკაცია უფრო საინფორმაციო ხასიათისაა, თუმცა ერთიორ უზუსტობასთან ერთად, მწვავე და საინტერესო აზრებიცაა გამოთქმული. ასეთი საინფორმაციო სტატიები სულ უფრო ხშირი გახდა ბოლო ორი წლის მანძილზე, ქართულ ღვინოზე უკვე ბევრი ლაპარაკობს და ქება–დიდების გარდა უკვე შიგადაშიგ საკმაოდ მკაცრ შეფასებებსაც შეხვდებით.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული