Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Wine Advocate - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

ამერიკულმა გამოცემა Wine Advocate-მა სამხრეთაფრიკული ღვინოების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. სტატიის ავტორის აზრით, ამ ქვეყნის ღვინოების შესწავლა და გამოკვლევა სამომავლოდ გადასადები საქმე არ არის.

“სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სამხრეთ ნახევარსფეროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა. იქაურ მეღვინეობასა და მევენახეობაში დიდი (და თანაც დადებითი) ცვლილებები მიმდინარეობს, მეღვინეთა ახალი თაობა საოცარ ღვინოს აყენებს – ელეგანტურსა და, ამავდროულად, სუფთას. ამ ღვინოებში ჩანს თავად ამ კულტურის თვითმყოფადობა და ნათლად აირეკლება მათი ტერუარი,” – ასე მხატრულად ახასიათებს სამხრეაფრიკულ ღვინოებს Wine Advocate-ის კრიტიკოსი ნილ მარტინი.

“სამხრეთაფრიკული ღვინოების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მშვენება წითელი ღვინოა. ყველანი ცდებით, ვისაც გგონიათ, რომ უმაღლესი ხარისხის სირას მხოლოდ რონის მარცხენა სანაპიროზე, ერმიტაჟის ციცაბო ბორცვებზე ან კალიფორნიაში აყენებენ,” - განმარტავს ნილ მარტინი.

ბატონი მარტინი მიიჩნევს, რომ სამხრეთაფრიკულ შენენ ბლანს საუცხოო პოტენციალი აქვს – ამ ჯიშის ყურძნისაგან უმაღლესი ხარისხის ღვინო დაიწურება, ყველასაგან გამორჩეული და დახვეწილი. “სწორედ შენენ ბლანი გახდება ამ ქვეყნისათვის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ჯიში,” - წერს ის.

ჟურნალის შეფასებით, წინა წლების მსგავსად, სამხრეთაფრიკული ღვინოების უმრავლესობამ 90 და მეტი ქულა დაიმსახურა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სამხრეთაფრიკულ ღვინოს მსოფლიო მეღვინეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 

წარმოგიდგენთ ღვინოებს, რომლებმაც ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა:

Mullineux Family Straw Wine 2011 - 97/100

Klein Constantia Vin de Constance 2007 -  97/100

Sadie Family Old Vine Series T Voetpad 2012 - 96/100

Sadie Family Old Vine Series Kokerboom 2012 - 96/100

Sadie Family Columella 2011 - 95/100

Mullineux Family Granite Sirah 2011 - 95/100

Mvemve Raats De Compostella 2011 - 95/100

Klein Constantia Vin de Constance 2008 - 95/100

Miles Mossop Kika 2012 - 95/100

Reyneke Reserve White 2012 - 94/100

Flagstone Treaty Tree White 2011 - 94/100

Tokara Director's Reserve White 2011 - 93/100

Rustenberg John X Merriman 2011 - 93/100

Paul Cluver Chardonnay 2012 - 93/100

Miles Mossop Max Red Blend 2009 - 93/100

Crystallum Bona Fide Pinot Noir 2012 - 93/100

Cape Point Vineyards Isliedh 2012 - 93/100

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.