Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თელედას ღვინო Interwine Guangzhou 2015-ის ოქროსმედალოსანი გახდა

ფოტო: facebook.com/TeledaOrgo

ჩინეთის ქალაქ გუანჯოში 2005 წლიდან ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ (მაისი, ნოემბერი) ტარდება ჩინეთში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მასშტაბური გამოფენა - INTERWINE. 15 ნოემბერს გაიხსნა ამ გამოფენის მე-15, შემოდგომის გამოშვება, რომელიც დღეს, 17 ნოემბერს დაიხურება. გამოფენაში წელს 2000 სუბიექტი იღებს მონაწილეობას 36 ქვეყნიდან და მას 50 000-მდე ვიზიტორი ესწრება. ვიზიტორებს, ძირითადად, წარმოადგენენ ჩინეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის გავლენიანი იმპორტიორები, დისტრიბუტორები და პროფესიონალები. 

წელს გამოფენის ფარგლებში ჩატარდა 60-ზე მეტი დეგუსტაცია, სემინარი და ფორუმი პროფესიონალთა და სავაჭრო სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით, სადაც ღვინოები 72 ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი. 

საქართველოდან, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში მონაწილეობს ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია: ბესინი, ასკანელი ძმები, ბაგრატიონი 1882, თელიანი ველი, დუგლაძეების კომპანია, კახური ღვინის მარანი, მეღვინეობა ხარება, თელავის ღვინის მარანი და ბატონო. 

INTERWINE-ის ყოველ გამოშვებაზე ტარდება ღვინის კონკურსი, სადაც ბრმა დეგუსტაციების შედეგად კვალიფიციური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს  სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით - Gold Oak Award-ის ნომინაციის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს თასის მფლობელებს, საუკეთესო წითელ, თეთრ, როზე, ტკბილ, ცქრიალა ღვინოებს, საუკეთესო აისვაინს და სხვ. 

ოქროსმედალოსანი სულ 16 ღვინო გახდა, 5 ქვეყნიდან. მათ შორისაა ქართული ღვინო - თელედას ქვევრის რქაწითელი (თელედა ქარვისფერი მშრალი, 2011), რომელმაც კონკურსში უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. 

დღეს, 17 ნოემბერს, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Meiburg Wine Media-ს ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი გამოფენის ფარგლებში ჩინეთის ღვინის პროფესიონალებისა და სავაჭრო სფეროს წარმომადგენელთათვის ქართული ღვინის სემინარსა და დეგუსტაციას ჩაატარებს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

იხ. თელედას ღვინოების დახასიათება მარანზე

საფერავი. თელედა. 2007

საფერავი. თელედა. 2011

რქაწითელი-მწვანე. თელედა. 2011

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.