გამოქვეყნებულია: 8 სექტემბერი, 2013 - 13:49
როგორც ღვინის ეტიკეტზე ვკითხულობთ, ეს საფერავი ბებერი ვაზიდან მოკრეფილი საფერავიდანაა დაყენებული. ფერში სიძველის კვალიც ჩანს, ძოწისფერი. ღვინო უკვე თითქმის 6 წლისაა., ძალიან სასიამოვნო პირველი სურნელებით გამოირჩევა, სადაც ცხადად ჩანს მწიფე კენკრის, ტკბილი სუნელებისა და ჩახარშული ალუბლის არომატები, ასევე მცირედი ქლიავის ჩირიც. ელეგანტური ღვინოა, თუმცა გემოზე ჯერ კიდევ შერჩა მსუსხავი მჟავიანობა და პიკანტურობა. დაბოლოებაში მცენარეული ტონებიც ჩანს – სალბი, ქონდარი და სხვ. მიაყოლეთ შემწვარ საქონლის ხორცს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი