Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მე-9 WinExpo Georgia 2016

დღეს, თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ში უკვე მეცხრედ გაიხსნება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა, WinExpo Georgia 2016.

გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება და იგი 5 ივნისს დასრულდება სადღესაწაულო მიღებით, სადაც ღვინის საერთაშორისო კონკურსის შედეგებიც გამოცხადდება (8th International Wine Award).

გამოფენაში მონაწილეობას იღებს 95 კომპანია 5 ქვეყნიდან. წარმოდგენილი იქნება, როგორც ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ასევე შესაფუთი მასალები, მანქანა–დანადგარები, გადამამუშავებელი ხაზები. აქვე ნახავთ მინის ტარისა და საცობების მწარმოებლებსა თუ დისტრიბუტორებს. იქნებიან მცირე და ოჯახური მარნებიც, ფართოდ იქნება წარმოდგენილი ქვევრის ღვინოც.

გამოფენაში საქართველოს გარდა, უკრაინის, გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას.

გამოფენის ფარგლებში ღვინის საერთაშორისო კონკურსი 3-4 ივნისს ჩატარდება და ნიმუშებს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი შეაფასებს, ცნობილი ღვინის ჟურნალისტებისა და სპეციალისტების შემადგენლობით: Tim Atkin MW - ბრიტანეთი - ჟიურის თავმჯდომარე, Kenichi Ohashi MW - იაპონია, Richard Kershaw MW – სამხრეთ აფრიკა, Isa Bal MS – თურქეთი, ლადო უზუნაშვილი – საქართველო, ლევან დავითაშვილი - საქართველო.

გამოფენა ოფიციალურად დღეს, 3 ივნისს გაიხსნება, 11:00 საათზე, მე–11 პავილიონში.

გამოფენის ოფიციალური მხარდაჭერები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.