გამოქვეყნებულია: 17 ოქტომბერი, 2009 - 12:08
კომპანიები „აჭარის თამბაქო“ და „ასკანელი ძმები“ დღეს პირველი ქართული სიგარისა და კონიაკის ერთობლივ პრეზენტაციას გამართავენ. როგორც “აჭარის თამბაქოდან” გვაცნობეს, კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა პირველი ქართული სიგარის წარმოებას. პირველ წელს აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოყვანილი, უმაღლესი ხარისხის თამბაქო სრული ტექნოლოგიური პროცესის გასავლელად გაიგზავნა ჰონდურასში და შემდეგ აჭარაში მოყვანილი თამბაქოს და ლათინური ამერიკის შავი თამბაქოს ჯიშების ნაზავისაგან პირველი ქართული სიგარა “გონიო” დამზადდა.
რაც შეეხება “ასკანელ ძმებს“, კომპანია 22 დასახელების ღვინოს, 8 დასახელების ბრენდის, 2 დასახელების ჭაჭას აწარმოებს. პროდუქციის ექსპორტი კი ბალტიისპირეთში, ამერიკაში, პოლონეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ხორციელდება. პირველი ქართული სიგარის და კონიაკის ერთობლივი პრეზენტაცია 17 ოქტომბერს კლუბ-რესტორან “ქალაქურში” გაიმართება და მას ბიზნეს, ასევე პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
რადიო "კომერსანტი"
თემა:
თქვენი კომენტარი