Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„თბილღვინოს“ ქვევრის რქაწითელი კანადის ბაზარზე

კანადურ ღვინის საიტზე vineformateur.com ქვეყნდება კანადელი სომელიეს, კლოდ ლელონდის სტატია, სადაც ის ხუთ თეთრ ღვინოს უწევს რეკომენდაციას   და მკითხველს საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს. ამ ხუთ ღვინოში ერთ-ერთი თბილღვინოს 2020 წლის ქვევრის რქაწითელია.

კანადელი სომელიე ყურადღებას  ქართული ღვინის კულტურისთვის სახასიათო ნიშნებზე, მის ხანგრძლივ ისტორიასა და ქვევრში დაყენების ტექნოლოგიაზე ამახვილებს. მისი აზრით, ქვევრის ქარვისფერი ღვინოსადმი დიდ ინტერესს ეს ყველაფერი იწვევს.

სტატიაში  თავად ქვევრი და მასში ქარვისფერი ღვინის დაყენებაცაა აღწერილი. ასევე, ლელონდი  მას ქვევრში წითელი ღვინის დაყენებას ადარებს და აღნიშნავს, რომ იგი უფრო მეტად ტანინიანია. ავტორი ხსნის  თეთრი ღვინო ნარინჯისფერ ფერს როგორ იღებს და რას გულისხმობს ღვინის ჭაჭაზე დაყენების ტექნოლოგია.  რქაწითლის წარმოშობის ადგილი და მისი ქვევრში დადუღების პროცესიც ხაზგასმულია. ასევე,  ისეთი დეტალები, როგორიცაა ტემპერატურა, დუღილის დრო, თავად ქვევრის ფორმა და მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებიც განხილულია.

რაც შეეხება თავად ღვინის გემოვნურ თვისებებს, კანადელი სომელიე წერს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქარვისფერი ღვინოა, რაც კი გაუსინჯავს. სურნელს ახასიათებს როგორც დელიკატურს, რომელშიც გარგარის, ჩაშუშული ვაშლის, ტკბილი სანელებლების არომატები, მცენარეებისა და ყვავილოვანი ნოტები იგრძნობა.

სურნელი გემოში გადაიზრდება, რაც ფორთოხლის, მანდარინისა და ყვავილოვან გემოებს უსვამს ხაზს. დაბალანსებულ მჟავიანობასთან ერთად, ღვინოც ძალიან ცოცხალია. მისი სტრუქტურა და ტანინი სასიამოვნოდ იგრძნობა, - წერს ლელონდი.

საბოლოოდ, ღვინო შეფასებულია, როგორც ძალიან ელეგანტური. კერძები, კი რომელთან ერთადაც მის გასინჯვას ურჩევს მკითხველს, ხბოსა და ღორის ხორცია.

კომპანია „თბილღვინოს“ დამფუძნებლის, გაგა მარგველაშვილის თქმით, წლებია, რაც „თბილღვინო“ კანადის ბაზარზე მუშაობს. რაც შეეხება უშუალოდ ონტარიოს პროვინციას, აქ კავშირები ბოლო სამი წელია აქვთ, ისინი EMT Importation-თან თანამშრომლობენ. ამ კონკრეტული სტატიის ინიციატორი ქართული კომპანიის კანადელი აგენტი იყო.

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ კანადაში მონოპოლიური სისტემაა, თითოეულ რეგიონს თავისი მონოპოლისტი ჰყავს. კვებეკში ასეთი მონოპოლიაა SAQ (Société des alcools du Québec), სამი წლის წინ მათ მიერ ქვევრის ღვინოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში  „თბილღვინოს“ ქვევრის რქაწითელმა გაიმარჯვა, რის შემდეგაც კომპანიის აგენტმა კანადის ბაზარზე ქვევრის რქაწითლის შეტანა დაიწყო. ეს სტატიაც მათივე ინიციატივა იყო, მიზანი კი ამ ღვინის კანადელი მომხმარებლისთვის უკეთ გაცნობა.

თავად სტატიის შეფასებისას, მარგველაშილი ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანია ქართული ღვინისადმი ინტერესის ზრდისთვის. უცხოური ბაზრების ათვისება სწორედ ქვევრის ღვინით იწყება, რადგან ეს მომხმარებლისთვის უცხო და მომხიბვლელია. ამგვარი სტატიები და აქტივობები კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩენს საქართველოს, ქართულ ღვინოსა და უშუალოდ კომპანიას, - „გვეამაყება, რომ ჩვენ მიერ წარმოებული ქვევრის ღვინოები შორეულ ბაზარზეც ინტერესს იწვევს. ეს ღვინოები ერთგვარი ლოკომოტივია - შევდივართ ბაზარზე, ვაცნობთ ამ ღვინოს, რაც წინაპირობაა, რომ ჩვენი დანარჩენი სახეობები გავაცნოთ მათ“, ამბობს მარგველაშილი.

© საქართველოს ღვინის კლუბი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული