Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო, როგორც კულტურული იდენტობის განმსაზღვრელი - New York Times

ელენე ცინცაძე

ადამიანების უმრავლესობისთვის ღვინის ადგილი თაროზეა, ბევრი კომპანიისთვის კი მას მხოლოდ გადასაზიდი საქონლის მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ მათთვის აქვს ღვინოს ფასი, ვინც მისი მნიშვნელობა იცის. 

New York Times საქართველოსა და სხვა იმ ქვეყნებზე წერს, რომელთა კულტურის განმსაზღვრაშიც ღვინოს დიდი ნაწილი უჭირავს. ერიკ ასიმოვი, ღვინის კრიტიკოსი, საუბრობს იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა საბჭოთა კავშირმა და სხვა ტოტალიტარულმა რეჟიმებმა ღვინის წარმოებაზე ესპანეთში, პურტუგალიასა და უკრაინაში.

ისტორიაში ავტორიტარები ხშირად ცდილობდნენ აღეკვეთათ ის კულტურული მახასიათებლები, რომლებიც პარტიულ ხაზს ცდებოდა. იქნებოდა ეს წიგნი, ფილმი, მუსიკა, რელიგია თუ ღვინო. გასული საუკუნის განმავლობაში დიქტატორული მთავრობებისთვის, როცა დასჭირდებოდათ საწარმოების განადგურებაც არ იყო პრობლემა. ღვინოს მხოლოდ ისე აღიქვამდმენ, როგორც სასურველ საქონელს, ძარცვავდნენ ისევე, როგორც ამას ნაცისტები აკეთებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს: “საბჭოთა კავშირი რეგულარულად ცდილობდა რესპუბლიკებში მეღვინეობის ადგილობრივი წეს-ჩვეულებების გარდაქმნას, რაც, მაგალითად, საქართველოს მეღვინეობის კულტურაზე ძალიან აისახა. ნაცვლად ამისა, უზარმაზარ სახელმწიფო ვენახებს აშენებდნენ, რომლის მისიაც დიდი რაოდენობით სასმელის რუსეთისთვის მიწოდება იყო” - წერს ავტორი. 

ანალოგიურად, პორტუგალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ალენტეჟუას რეგიონში, თიხის ჭურჭელში ღვინის დაყენების ტრადიცია მე-20 საუკუნის შუა წლებში გაქრა, როდესაც ანტონიო დე ოლივეირა სალაზარის დიქატატურამ ქვეყანა ღვინის ცენტრალიზებული წარმოებისკენ მიმართა. ესპანეთში კი ფრანკოს დროს, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, რეგიონალური მეთოდები ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებდა. მევენახეებს მოუწოდებდნენ დაეტოვებინათ სოფლები ქარხნული სამუშაოებისთვის, მიეტოვებინათ ვენახი და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. მას შემდეგ, რაც თითოეული ეს ქვეყანა უფრო დემოკრატიული გახდა, ადგილობრივი ღვინის კულტურა აღორძინდა. ესპანეთის, პორტუგალიისა და საქართველოს ღვინოები კი ახლა ყველაზე საინტერესო და გამორჩეულია მსოფლიოში.  

ავტორი უკრაინაზეც საუბრობს, უფრო კონკრეტულად კი ბახმუტის რეგიონში Artwinery-ზე, რომელიც ინტენსიური შეტევების ფრონტზე აღმოჩნდა. უკრაინის დამოუკიდებლობის შემდეგ ამ ღვინის საწარმოში ძირითადად ცქრიალა ღვინო იწარმოება შამპანური მეთოდით. განსაკუთრებულია მათი შარდონეს, რისლინგისა და ალიგოტეს ბლენდი. გასულ წელს მეღვინეობამ რეზერვის მნიშვნელოვანი ნაწილის ფარულად ტრანსპორტირება მოახერხა უსაფრთო საწყობებში, საწარმო ზუსტად არ ასახელებს, თუ რამდენი ბოთლის გადარჩენა მოახერხეს ასე, თუმცა ფაქტი სახეზეა: ახლა საწარმო რუსების ხელშია: “როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვა უკრაინული საწარმოების მაგალითზე ჩანს, როგორიცაა პრინცი ტრუბეცკოის მეღვინეობა ხერსონში, რუსები ძარცვავენ და ანადგურებენ ყველაფერს, რასაც კი  შეეხებიან.“, - განაცხადა ნატალი ლისენკომ, Artwinery-ის ექსპორტის მენეჯერმა. როგორც საიმპორტო კომპანია Saperavi USA- დან გეილ კორიგანი აცხადებს, საწარმო წელს 140,000 ბოთლის ექსპორტს გეგმავს შეერთებულ შტატებში. 

საქართველოსან ერთად სომხეთიც კავკასიის რეგიონის ნაწილია, რომელიც ღვინის საკმაოდ ძველ ქვეყანად ითვლება. ღვინო სომხური კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო მე-19 საუკუნეში ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიების მიერ ქვეყნის დამორჩილებამდე. საბჭოთა კავშირიდან ასე თქვეს: “თქვენ ღვინოს კი არა, კონიაკს გააკეთებთ”, და მევენახეები აიძულეს დაეტოვებინათ ვენახები, უძველესი საღვინე ვაზის ჯიშები, ახალი ვენახები გაშენდა დაბლობ ადგილებში, სადაც მეურნეობის ინდუსტრიალიზება იყო შესაძლებელი იმ ყურძნით, რომელსაც საბჭოთა კავშირი უპირატესობას ანიჭებდა კონიაკისთვის.” - ვკითხულობთ სტატიაში. 

ვაჰე კეუშგუერიანი, სომეხი მეღვინ და მისი შვილი, აიმი, ერევანში, სომხეთის დედაქალაქში ღვინოს აწარმოებენ (WineWork). როგორც მევენახე აღნიშნავს, ძველი ვენახები გადარჩა, მათ “გააცოცხლეს”, გამოიკვლიეს უძველესი ჯიშები, როგორიცაა არენი. სწორედ ეს ჯიში იქცა შემდგომში სომხეთის მეღვინეობის აღორძინების სიმბოლოდ. 

ირანსაც ოდესღაც აყვავებული ღვინის ინდუსტრია ჰქონდა, რომელიც 1979 წელს ისლამური რევოლუციის შემდეგ შეწყდა და ასობით ღვინის საწარმო განადგურდა. ირანული ღვინის ცნება ბევრისთვის შესაძლოა უცნობი იყოს, თუმცა არა ირანული დიასპორის წარმომადგენლებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, მოე მომთაზი, რომელმაც ორეგონში  1997 წელს დაარსა საწარმო Mayasara. მეღვინე ჟურნალ INC.-თან იხსენებს, როგორ აყენებდა მამა მათ სარდაფში ღვინოს და თიხის ჭურჭელში როგორ ინახავდა. მიწათმოქმედების შესახებაც სწორედ ბაბუისგან შეიტყო, თუმცა 1982 წელს მომთაზები ირანიდან გაიქცნენ: “სპარსულ და ზოროასტრიულ კულტურაში ღვინო ძალიან წმინდად ითვლება. ისლამისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სპარსელებს ბევრი რამ წაართვეს, თუმცა ღვინო ჩვენს სისხლში მაინც დარჩა” - ამბობს მოე მომთაზი. 

ავტორი ვაზის ჯიშების უახლეს გენეტიკურ ანალიზსაც ახსენებს, სადაც მკვლევარებმა დაადგინეს მიახლოებითი პერიოდი, როცა საღვინე ვაზის ჯიშების გაკულტურება მოხდა 11 000 წლის წინ: “ღვინო იმდენად მნიშვნელოვანი იყო ადრეული მომთაბარე ადამიანების კულტურაში, რომ ის სხვაგან დასახლების მთავარ მიზეზადაც კი იქცა. სწორედ ღვინომ შეიტანა განსაკუთრებული წვლილი კაცობრიობის განვითარებაში”. სტატიას გაეცანით New York Times-ზე. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.