Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ავსტრია – 2014 წლის მოსავალი

2014 წელს ავსტრიელ მევენახეებს არც ისე სახარბიელო ამინდები დაუდგათ. გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე უხვი ნალექი იყო, მზე იშვიათად თუ გამოანათებდა – ამის გამო მეღვინეები იძულებულნი გახდნენ, ვენახზე განსაკუთრებით ეზრუნათ, რათა მაქსიმალურად კარგი მოსავალი მიეღოთ. მართალია, მოსავალი სიუხვით არ გამოირჩევა, მაგრამ იმედია, რომ წელს ავსტრიელები საკმაოდ ხალისიან და ხილის არომატებით გაჯერებულ ღვინოს დააყენებენ. წინასწარი გათვლებით, შემოდგომის მიწურულს მხოლოდ 214 მილიონი ლიტრი ღვინო იქნება დაწურული.

Austrian Wine Marketing Board-ის გენერალური დირექტორი, ვილი კლინგერი აღნიშნავს, “იმის წყალობით, რომ სექტემბერში საკმაოდ მზიანი ამინდები დაგვიდგა, გრუნერ ველტლინერისაგან (Grüner Veltliner) შესანიშნავი ღვინო დადგება. მართალია, მას მცირე რაოდენობით შემოგთავაზებთ, მაგრამ ეს იქნება ხილის არომატით გამორჩეული და საუცხოო სასმელი."

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.