Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის მოხმარების ცვლილებები: როგორ ცდილობს ინდუსტრია გადარჩენას

ბოლო წლებში ღვინის მოხმარება მთელს მსოფლიოში იკლებს, რაც ინდუსტრიას ახალ რეალობასთან შეგუებას აიძულებს. როგორც ცნობილი ამერიკული გამოცების CNBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, ღვინის ინდუსტრია ახალ ტენდენციებზე გადართვას და სტრატეგიების შეიმუშავებას ცდილობს: “თანამედროვე მომხმარებელთა მოთხოვნები მკვეთრად იცვლება - იზრდება ინტერესი ისეთი პროდუქტების მიმართ, როგორიცაა ბიოღვინო, ქარვისფერი ღვინო, უალკოჰოლო და მაღალი ხარისხის ექსკლუზიური ღვინოები”.

სტატიის მიხედვით, გლობალური ღვინის წარმოება 2023 წელს 2%-ით შემცირდა და 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ამ პროცესზე დიდი გავლენა იქონია კლიმატურმა ცვლილებებმა და არახელსაყრელმა ამინდმა, განსაკუთრებით საფრანგეთში, სადაც მოსავლიანობის შემცირებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოში ღვინის მიწოდებაზე.

ამასთანავე, მსოფლიო ღვინის მოხმარებაც მცირდება - 2023 წელს იგი 2.6%-ით შემცირდა 2022 წელთან შედარებით, რაც უკვე დაბალი მაჩვენებელი იყო. CNBC-ის მიერ მოყვანილი მონაცემებით, მომხმარებლები სულ უფრო იშვიათად მიირთმევენ ღვინოს ყოველდღიურობაში და უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ განსაკუთრებულ შემთხვევებსა და ხარისხიან პროდუქციას.

ახალი ტენდენციები და მომხმარებელთა მოთხოვნები, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბაზრის ახალი მოთხოვნები ინდუსტრიის ტრანსფორმაციაზე აისახება. ღვინო აღარ განიხილება როგორც მხოლოდ ალკოჰოლური სასმელი, არამედ როგორც უნიკალური პროდუქტი, რომელსაც შეიძლება სპეციფიკური მახასიათებლები ჰქონდეს.

CNBC-თან საუბრისას ტატიანა ფოკინა, “Hedonism Wines”-ის აღმასრულებელი დირექტორი, აღნიშნავს: “ვფიქრობ, ადამიანები დღეს ბევრად უკეთესად ერკვევიან იმაში, რასაც სვამენ. მათ უფრო განვითარებული აქვთ გემოვნური აღქმა და მეტად იკვლევენ რთულ და მაღალ დონეზე დამზადებულ ღვინოებს, ვიდრე უბრალო, დაბალი ხარისხის პროდუქციას”.

მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება ბიოღვინის და ნარინჯისფერი ღვინის მიმართ. როგორც ბაზრის კვლევამ აჩვენა, 2024-2030 წლებში ბიოღვინის ბაზარი 10.3%-ით გაიზრდება წლიურად, განსაკუთრებით ევროპაში, რომელიც ამ პროდუქტის უმსხვილესი მომხმარებელია.

დაბალი და უალკოჰოლო ღვინოების ზრდა

ახალგაზრდა თაობა, განსაკუთრებით Gen Z (1996-2012 წლებში დაბადებულები), სულ უფრო მეტად ირჩევს დაბალი ალკოჰოლის შემცველ ან საერთოდ უალკოჰოლო ღვინოებს. კვლევის მიხედვით, 20-24 წლის ბრიტანელი ახალგაზრდები ორჯერ უფრო ნაკლებად ყიდულობენ ალკოჰოლურ სასმელებს, ვიდრე უფროსი თაობის წარმომადგენლები, რაც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას უკავშირდება.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ უალკოჰოლო ღვინის ბაზარი 2023-2027 წლებში 12%-ით გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ლუდისა და სიდრის 2%-იან ზრდას. მსოფლიო უდიდესი მწარმოებელი AB InBev-ის აღმასრულებელი დირექტორი, Michel Doukeris, CNBC-სთან ინტერვიუში ამბობს: ადამიანები სურთ, რომ მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატარონ, მაგრამ ხშირად სხვადასხვა მიზეზით ალკოჰოლს თავს არიდებენ. უალკოჰოლო ღვინო და ლუდი მათ ამ პრობლემის გადაჭრაში ეხმარება”.

ღვინის ინდუსტრია მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დგას. მოხმარების კლება და მომხმარებელთა მოთხოვნების ტრანსფორმაცია კომპანიებს აიძულებს, გადახედონ თავიანთ სტრატეგიებს და აქცენტი გააკეთონ ინოვაციურ მიდგომებზე. მაღალი ხარისხის, ორგანული, ქარვისფერი და უალკოჰოლო ღვინოები სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც მეღვინეებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ღვინის ბაზარი გარკვეულწილად მცირდება, ახალი ტენდენციები ინდუსტრიას გადარჩენის შანსს აძლევს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.