Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის კლუბის სკოლა – ტრენინგების წელი გრძელდება

ღვინის კლუბი წლების მანძილზე ცდილობს ღვინის შესახებ ცოდნის ამაღლებას და სამომხმარებლო კულტურის გაზრდას. საზოგადოების დიდი სურვილის შესაბამისად, ერთწლიანი პაუზის შემდეგ კლუბმა გადაწყვიტა ისევ განეახლებინა სასერტიფიკატო კურსები, რომელსაც 2012 წლიდან მართავდა. სხვადასხვა დროს ამ ტრენინგების პარტნიორები იყვნენ – USAID–ის ეკონომიკური პარტნიორობის ინიციატივა და ღვინის ეროვნული სააგენტო. ბოლო წლების მანძილზე ტრენინგები თბილისის გარდა საქართველოს მეღვინეობის თითქმის ყველა რეგიონში ჩატარდა.

ტრენინგების მიზანი ღვინის შესახებ ცოდნის ამაღლება და დამწყები მევენახე–მეღვინეებისათვის თუ ღვინის მოყვარულებისთვის იმ გამოცდილების გაზიარებაა, რაც მათ დაეხმარებათ უზადო ღვინის წარმოება-რეალიზაციაში და ამოცნობაში.

 კურსი მოიცავს შემდეგ მოდულებს:

 ბიო (ორგანული) მევენახეობა – იაგო ბიტარიშვილი (27–28 თებერვალი, 2017)

 ბიო (ორგანული) მეღვინეობა – გიორგი ბარისაშვილი (8–9 მარტი, 2017)

 ღვინის ზადები და დაავადებები – დავით ჩიჩუა (25–26 მარტი, 2017)

 ახლო მომავალში გაიმართება კიდევ ოთხი ტრენინგი:

 როგორ დავაგემოვნოთ ღვინო – მალხაზ ხარბედია (8–9 აპრილი, 2017)

 ღვინის მარკეტინგი – ნუკრი ქურდაძე

 ღვინისა და კერძის შეხამება – მაგდა სურგულაძე

 ღვინით მომსახურების ძირითადი წესები – ალექს ბადუაშვილი

 თითოეული მოდული შემუშავებულია ღვინის კლუბის სპეციალისტების მიერ და გულისხმობს კონკრეტულ თემაზე 2–დღიანი ტრენინგების ჩატარებას. ტრენინგებს ატარებენ WSET–ის (Wine & Spirit Education Trust) საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ღვინის პროფესიონალები, ასევე გამოცდილი ენოლოგები, სომელიეები და მევენახეები. “ღვინის კლუბის” წევრებისთვის, რომელთაც არ ერიცხებათ საწევრო დავალიანება, გათვალისწინებულია 20%–იანი ფასდაკლება. 

 ტრენინგი საკმაოდ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს, ლექტორები გვიზიარებენ როგორც თეორიულ, ასევე თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც მსმენელის ჩართულობას და ინტერესს უზრუნველყოფს, აფართოვებს მის თვალსაწიერს და მიმზიდველს ხდის საგანს. ტრენინგები ინტერაქტიულია და მუდმივად კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. მსმენელები შეისწავლიან მევენახეობის და მეღვინეობის ძირითად პრინციპებს, დააგემოვნებენ თითქმის ყველა სტილის ქართულ ღვინოს, შეაფასებენ ღვინის გემურ თვისებებს, საკვებთან შეხამების წესებს, შეისწავლიან ღვინის მოხმარების ძირითად პრინციპებს, ღვინის მარკეტინგის საფუძვლებს, ღვინით მომსახურებას და სხვ.

 ტრენინგის ბოლოს, თეორიული და პრაქტიკული გამოცდის დადებითი შეფასების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

 საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტრენინგს ესწრებიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა. ასევე დიდ ინტერესს იჩენენ ქალები, წლევანდელი წელი გამოირჩევა ახალგაზრდა მეღვინეების სიმრავლითაც.

 შეგახსენებთ, შემდეგ ტრენინგს, თემაზე როგორ დავაგემოვნოთ ღვინო – გაუძღვება მალხაზ ხარბედია, რომელიც 8–9 აპრილს გაიმართება. ტრენინგზე მსმენელებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ღვინის დაჭაშნიკების ძირითადი ეტაპების შესახებ – ღვინის გარეგნობა, სურნელი, გემო, დაბოლოება და სხვ. დაეუფლებიან ღვინის დახასიათების სისტემურ მეთოდს და ღვინის შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმს. სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იქნება 10 სხვადასხვა დასახელების ღვინო, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოდან.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



ლექციებზე მოსვლას ვერ ვახერხებ და თუ არსებობს კონსპეკტები ვის მივმართო? გმადლობთ

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული