Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის დიდოსტატები თბილისში

მალხაზ ხარბედია

ვისაცერთხელ მაინც გადაუფურცლავს ჟურნალი Decanterან სხვა რომელიმე მნიშვნელოვანი ღვინის გამოცემა, ზოგიერთი ავტორის გვარის გასწვრივ შეამჩნევდა წარწერას MW, რაც ნიშნავს Master of Wine, ანუღვინის დიდოსტატს. მთელს მსოფლიოში ასეთი დიდოსტატი სულ 300-მდეა და 4 მათგანი რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისს სტუმრობდა.

ღვინის დიდოსტატები საქართველოში ჯერ კიდევ ქვევრის ღვინის I საერთაშორისო ფესტივალის მიმდინარეობისას ჩამოვიდნენ (სხვათა შორის, საქართველოში მათ კიდევ ერთი MW,ქვევრის ქომაგი იზაბელ ლეჟერონი დახვდა, რომელიც სიმპოზიუმის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას). ზოგიერთი მათგანი 18 სექტემბერს, ყვარელში გავიცანი, სიმპოზიუმის დასკვნით ღონისძიებაზე, თუმცა, მთავარი ღონისძიება 23 სექტემბერს, “თბილღვინოში” იყო დაგეგმილი და იგი USAID-ის “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის”, EPI-ს მიერ იყო ორგანიზებული. პროგრამა რამდენიმედღიანი იყო და ითვალისწინებდა მსოფლიო მასშტაბის 10 ღვინის ექსპერტის, ღვინის დიდოსტატების, ბლოგერებისა და მეცნიერების ჩამოყვანას ქართული ღვინის ტრადიციული კულტურის გასაცნობად. მთავარი ღონისძიება, როგორც გითხარით, “თბილღვინოში” გაიმართა, სადაც ღვინის ოთხმა დიდოსტატმა თავიანთი ინსტიტუტის, IMW პრეზენტაცია წარმოადგინეს და შეხვედრის ბოლოს მცირე დეგუსტაციაც გამართეს.

ოთხივეMW ამერიკელია, პატრიკ ფარელი სერთიფიცირებული პედაგოგ- მეთოდისტია ღვინის დარგში, ლიზა გრანიკი სადეგუსტაციო საქმესთან დაკავშირებული ფირმის მფლობელია და საკონსულტაციო მომსახურებას ეწევა, პიტერ კოფი ღვინის ბიზნესითაცაა დაკავებული და პედაგოგიური საქმიანობითაც, ისევე, როგორც ჯოელ ბატლერი. სტუმრები განვითარების კომპანია ელ-ელ-სის ხელმძღვანელმა, ჯიმ კრიგბაუმმა წარგვიდგინა და მოკლე შესავლის შემდეგ IMW-ის ისტორიაზე და მუშაობის პრინციპებზე მოვისმინეთ საინტერესო ლექცია.

IWS ისტორია გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება. ბრიტანეთში,Vintners Company-მდაWine and Spirit Association of Great Britain მიიღეს გადაწყვეტილება მევენახეებისთვის და მეღვინეებისთვის გამოცდების რთული სისტემა შეემუშავებინათ, რომლის ჩაბარების შემდეგაც ისინი ღვინის დიდოსტატის ტიტულს მოიპოვებდნენ. პირველი ასეთი გამოცდა 1953 წელს ჩატარდა, 1955 წელს კი, უკვე თავად მათ, ვინც გამოცდა ჩააბარეს, საკუთარი ინსტიტუტი შექმნეს. მალე ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბის პროფესიულ კავშირად ჩამოყალიბდა, შეიქმნა ქცევის სპეციალური კოდექსი და პრინციპები. ამ პრინციპებს დღესაც მისდევენ დიდოსტატები.

ინსტიტუტი ყოველწლიური საწევროებითა და ოცამდე მსხვილი სპონსორის შემოწირულობით არსებობს, რომელთა შორის თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე სახელოვანი ღვინის კომპანიებიცაა: The Madame Bollinger Foundation, შამპანიდან, Ets. JP Moueix და Dourthe-Kressmannბორდოდან, E&J Gallo Winery კალიფორნიიდან, Villa Maria Group, Vina Errazuriz, ჩილედან. ასევე მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ღვინით მოვაჭრე კომპანიები და სხვა ორგანიზაციები.

ინსტიტუტს სათავეში ღვინის დიდოსტატთა საბჭო უდგას. ინსტიტუტი აწყობს დეგუსტაციებს, თემატურ სემინარებს, სიმპოზიუმებს, და რაც მთავარია, ინსტიტუტის წარმომადგენლები, ანუ ღვინის დიდოსტატები, ხშირად სტუმრობენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს, სადაც ღვინის კულტურას ავრცელებენ, და თავადაც ბევრს სწავლობენ.

1984 წლამდე დიდოსტატის წოდებას მხოლოდ ღვინის გაყიდვის სპეციალისტები იღებდნენ და სწორედ ამ წლიდან დაუშვეს გამოცდებზე პირველად მეღვინეები და ღვინის ჟურნალისტებიც, მათ შორის ჯენსის რობინსონი, რომელიც პირველი ასეთიMW გახდა. 1988 წელს პირველი არაბრიტანელიMW დასახელდა, უკვე 1992 წელს კი ინსტიტუტის სასწავლო პროგრამა კიდევ სამ კონტინენტზე გავრცელდა და გამოცდების ჩაბარება ავსტრალიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც გახდა შესაძლებელი.

სწავლის პროცესს გამოცდა მოსდევს, რომელიც ითვალისწინებს 4 ესეს დაწერას, თითოეული მათგანისთვის კანდიდატს 3 საათი ეძლევა. №1 და 2-ე ესეები მთლიანად ღვინის წარმოების თემას მოიცავენ (მევენახეობა და მეღვინეობა). 3-ე ესე ღვინის ბიზნესზე უნდა დაიწეროს, ხოლო №4 ესეთი უახლესი ტექნოლოგიების ცოდნას ამოწმებენ. ამას მოსდევს დაფარული დეგუსტაცია, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ჯიშიდან დაყენებული ღვინო იქნება წარმოდგენილი და ჯიშურობის თუ რეგიონული, ადგილისთვის დამახასიათებელი ნიშნების გარდა, კანდიდატებმა ღვინის პოტენციალი და მისი ხარისხიც უნდა გაარკვიონ და ისაუბრონ ღვინის დამზადებაში დაშვებულ შეცდომებზე.

ამ და სხვა ტექნიკურ დეტალებზე მოკლედ ილაპარაკეს სტუმრებმა და ყურადღება ინსტიტუტის ფილოსოფიაზეც გაამახვილეს. ერთ-ერთი უმთავრესი პრონციპი ღვინის სიყვარულია, გატაცება, რომელსაც სხვათა შორის მოთოკვაც ჭირდება ხოლმე, რადგან თრობას ღვინის დიდოსტატები ყოველთვის თავს არიდებენ. მათ იშვიათად ნახავთ ისე შეჭიკჭიკებულს, როგორც მაგალითად, ცნობილ ღვინის მწერალს, ოზ კლარკს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა ცოდნის მიწოდება. ღვინის დიდოსტატი ყოველთვის ძალიან გულისხმიერი უნდა იყოს მათ მიმართ, ვისაც ღვინო აინტერესებს, დაუშვებელია ქედმაღლობა... ამაში მეც ადვილად დავრწმუნდი. ლექცია-დეგუსტაციაზე ადგილი ღვინის დიდოსტატ ლიზა გრანიკის გვერდით მერგო და საათნახევრის განმავლობაში მსოფლიო თუ ქართული მეღვინეობის არაერთ საინტერესო თემას შევეხეთ. პირველ რიგში კი გავარკვიეთ, რომ არც ჩემს და არც ქალბატონ გრანიკის გემოვნებაში არ ჯდებოდა ის ღვინოები, რომლებიც დაფარული დეგუსტაციისთვის შეარჩია ინსტიტუტმა.

დეგუსტაციისთვის 4 სხვადასხვა ღვინო იყო წარმოდგენილი და თითქმის ყველა ეს ღვინო იმ მწარმოებლების იყო, ვინც ინსტიტუტის დაფინანსებაში იღებს მონაწილეობას. ღვინოებს შორის ერთი თეთრი იყო და სამი წითელი. ჩვენ უნდა გამოგვეცნო რა ჯიშიდან იყო დაყენებული ღვინო, ასევე რეგიონი და დაახლოებით განგვესაზღვრა საფასო სეგმენტი და ღვინის დაძველების პოტენციალი. თეთრი ღვინო ადვილად გამოვიცანი, ეს იყო სოვინიონ ბლანი, შედარებით თანამედროვე ყაიდის. ღვინოში აშკარად ჩანდა მუხის კვალი, მცირედი კვამლისა და კარამელის ტონები, ამიტომ დავუშვი, რომ ღვინო შეიძლებოდა კალიფორნიული ყოფილიყო. საბოლოოდ ბორდოს სოვინიონ ბლანი აღმოჩნდა, რომელსაც ძნელად მიამსგავსებდით კლასიკურ ბორდოულ სოვინიონ ბლანებს, განსაკუთრებით მოტკბო და კრემიანი ტონები დარჩა ჩემთვის გამოცანად. ეს ღვინო კარგადაა ცნობილი თანამედროვე ბაზარზე - Dourthe N° 1, Sauvignon Blanc, 2009

შემდეგი სამივე ღვინო ერთი კონკრეტული ჯიშიდან იყო დაყენებული და რეგიონების და ზემოთ ჩამოთვლილი სხვა კრიტერიუმების მიხედვით უნდა დაგვეხასიათებინა ისინი. ამ ღვინის ჯიშიც ადვილად გამოვიცანით, იგი აშკარად კაბერნე სოვინიონი იყო, თუმცა ერთ-ერთში მალბეკისა ან მერლოს არსებობაც დაუშვა ზოგიერთმა.

რეგიონების გამოცნობა აქ უფრო გაჭირდა, რადგან ავსტრალიური კაბერნე ბორდოს ახალი სტილის მუხამრავალ კაბერნეს ჰგავდა, ხოლო კალიფორნიული კაბერნე იმდენად მწიფე იყო, რომ მუხის კვალსაც კი ფარავდა, რომელიც როგორც წესი საკმაოდაა ხოლმე აქაურ ღვინოებში. როგორც ბოლოს გაირკვა ყველაზე მძლავრი, მუხაში დავარგებული კუნთებიანი კაბერნე ავსტრალიური აღმოჩნდა, ბაროსას რეგიონიდან. ხასიათდებოდა ყავისა და შოკოლადის ტონებით,საკმაოდ ინტენსიური შეფერვით(Grant Burge, Cameron Vale, Cabernet Sauvignon, 2009).მოტკბო და დამრგვალებული იყო რობერტ მონდავის კომპანიაში დაყენებული კალიფორნიული ღვინო (Woodbridge Cabernet Sauvignon, Robert Mondavi, 2009), სადაც პირველ რიგში მწიფე შავქლიავის, ქლიავისა და სხვა შავი ხილის ჯემის ტონებს გამოვარჩევდი, ხოლო აკონჩაგუას რეგიონში დამზადებული ჩილიური კაბერნე (Errazuriz,Max Reserva,Cabernet 2009) საკმაოდ მაღალმჟავიანი აღმოჩნდა, ძლიერი ტანინებით, ბოლომდე დაუბალანსებელი. ღვინოში თავიდანვე ჩანდა ტკბილი სუნელების ტონები (მაგ. მუსკატის კაკალი და მიხაკ-დარიჩინი).

დიდოსტატების მიერ ჩატარებულმა ლექცია-დეგუსტაციამ წარმატებით ჩაიარა. რამდენიმე საინტერესო პრობლემის გარდა, რომელიც ლექციის მანძილზე გამოჩნდა, კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს გაესვა ხაზი. საუბარია პირველ ქართველ MW-ზე. მართალია იქამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი ქვეყანა დაიმსახურებს ამ პატივს და ერთი ღვინის დიდოსტატი ჩვენს გვეყოლება.

© ღვინის კლუბი/Weekend



"...საუბარია პირველ ქართველ MW-ზე.მართალია იქამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი ქვეყანა დაიმსახურებს ამ პატივს და ერთი ღვინის დიდოსტატი ჩვენს გვეყოლება..." Getanxmebi Malxaz rom sakmaod rtuli da shromatevadi saqmea. erti chemi axlobeli mushaobs magaze aq amerikashi da tan amave dros Master Sommellier-zec mushaobs da unda rom orive ertad gaaketos! magram chvenc namdvilad gvinda erti-ori MW saqartveloshi (ara, marksheideri ar migulisxmia :D ). tu daukvirdebi, yvela inglisur enaze molaparake qveynebidan arian. ara mgonia bevr Frangs, Italiel and Germanels hqondes MW. essebis tsera uchirt magrat albat :)


1-6 ნოემბერს კიდევ ერთი ცნობილი ღვინის ექსპერტი, ჟურნალ ”Cod De Vino-ს გამომცემელი ოლეგ ჩერნე საქართველოში ატარებს შემეცნებით ტურს ”სტუმარი ღვთისაა’, რომელიც საქართველოში მეღვინეობის ტრადიციასა და თანამედროვე მდგომარეობას ეძღვნება. ოლეგ ჩერნესთან ერთად საქართველოში ჩამოვა ქართული ღვინით დაინტერსებული ადამიანები პოსტ-საბჭოთა სივრცის სხვადასხვა ქვეყნებიდან .Винодельческий исследовательский тур в Грузию На протяжении истории одни народы сменяли другие, возникали и исчезали целые цивилизации, сведения о многих которых уже затерялись в исторических фолиантах. Но есть одна маленькая страна, чья история неспешно тянется из древности и насчитывает много тысяч лет. А страна эта — Грузия. Учёные со всего мира интересовались Грузией и, конечно, секретом вечной молодости её жителей, ведь по количеству долгожителей Грузия даст фору любой развивающей капиталистической стране. Пока учёные гадают, любой грузин Вам скажет, что причина долголетия, щедрости и душевной доброты заключена в нетронутой природе, натуральной пище, в целебной воде и божественном напитке — грузинском вине -ასეთია ცნობილი ღვინის ექსპერტის მოსაზრება საქართველოსა და ქართულ ღვინოზე. ”Cod De Vino-ს საახალწლო გამოცემა მთლიანად საქართველოს დაა ქართულ ღვინოს დაეთმობა. ქართველ მეღვინეებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ კიდევ ერთხელ გაუწიონ რეკლამა საკუთარ პროდუქციას მსოფლიო ბაზარზე.


"ოლეგ ჩერნე საქართველოში ატარებს შემეცნებით ტურს ”სტუმარი ღვთისაა’, რომელიც საქართველოში მეღვინეობის ტრადიციასა და თანამედროვე მდგომარეობას ეძღვნება" საინტერესო რამე ჩანს, ოლეგ ჩერნე და სტუმარი ღვთისაა

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული