Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Mundus Vini 2023 - ქართული ღვინოების მორიგი დიდი წარმატება

Mundus Vini ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის კონკურსია, რომელიც 2001 წლიდან ტარდება. აქ თითქმის მსოფლიოს ყველა ღვინის მწარმოებელი რეგიონი იღებს მონაწილეობას. კონკურსის დაარსების პირველივე წელს 2200-ზე მეტი ღვინო დააგემოვნეს, 2011 წელს კი უკვე ეს რიცხვი 6000-მდე გაიზარდა. ეს კი სწორედ იმის მანიშნებელია, თუ რა დიდი გავლენა აქვს ამ კონკურსის ჯილდოს არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელს მსოფლიოში. 

ორ კვირაში დაახლოებით 200-მდე ღვინის ექსპერტი აჭაშნიკებს ხოლმე ღვინოებს, 2014 წლიდან დღემდე წელიწადში ორჯერ ტარდება დეგუსტაცია, რათა კონკურსი ღვინის მწარმოებლების მხრიდან მზარდ მოთხოვნას გაუმკლავდეს. წელს, 2023 წლის გაზაფხულის დეგუსტაციაზე, 242-მა ღვინის ოსტატმა მიიღო მონაწილეობა 46 ქვეყნიდან, რომელთაც ბრმა დეგუსტაციით 45 ქვეყნის 7568 ღვინო დააგემოვნეს. საუკეთესო ღვინოებმა კი “Grandgold”-ის მედლები დაიმსახურეს, იყო ასევე ოქროსა და ვერცხლის ჯილდოებიც. 

Mundus vini-ის ისტორიაში პირველად ჟიურის წევრებმა 187 უალკოჰოლო ღვინო დააგემოვნეს. ამ წლის საგაზაფხულო დეგუსტაცია Meininger Verlag GmbH-ის დარბაზში გაიმართა. 

როგორც ერთ-ერთი ქართველი ჟიურის წევრი, ქეთი ჯურხაძე გვიამბობს, უცხოელ ჟიურის საკმაოდ დიდი ინტერესი აქვს ქართული ღვინის,როგორც ქვევრის, ისე კლასიკური, უჟანგავ ფოლადში დაყენებული ღვინოების მიმართ: “ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა იქ ხარ ჟიურის წევრი და კონკურსიც შენი ქვეყნისგან ბევრს ელოდება. წელს 7500-ზე მეტი ღვინო დაჭაშნიკდა, რის გამოც გაზაფხულის ეს სეზონი საკმაოდ გრძელვადიანად ითვლება. კონკურსი გარკვეულწლიად მარტივია ქართველებისთვის, რადგან ჟიურის ძალიან დიდი ნაწილი იცნობს ქართულ ღვინოს. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე შეცდომები, როდესაც არასწორადაა ატვირთული მოსავლის წელი ან ვაზის ჯიში, რის გამოც ღვინო “იბლოკება” ან დაბალი ქულით ფასდება. მაგალითისთვის, წელს შემოვიდა  ღვინო მწვანედ (კუპაჟის მითითების გარეშე),რომელიც ვარდისფერი იყო. ამიტომ მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ ქართველმა მწარმოებლებმა, რომ რეგისტრაციისას ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტი, სწორი ინფორმაციის მიწოდება”

მთლიანობაში 51-მა ქართულმა ღვინომ მოიპოვა მედალი, რომელთა შორისაც არის 2 “გრანდოქრო”, 31 ოქრო და 18 ვერცხლი: გრანდ ოქრო დაიმსახურა “თელიანი ველის” განსაკუთრებული მარაგის, 2020 წლის ქვევრის საფერავმა და “ვაზისუბნის მამულის” 2020 წლის ქვევრის საფერავმა.

ოქრო:
კორპორაცია ქინძმარაული”, რქაწითელი, 2021

“კორპორაცია ქინძმარაული”, ქინძმარაული, 2021

“კორპორაცია ქინძმარაული”, “ყვარელი”, 2019

“კორპორაცია ქინძმარაული”, ქვევრის საფერავი, 2019

“მეღვინეობა ჩელთი”, ქვევრის საფერავი, 2019

“გურჯაანის მეღვინეობა”, რქაწითელი ქვევრი, 2021

“ქართველი”, საფერავი ქვევრის, 2015

“ქართველი”, გვარიანი წინანდალი, 2021

“ბადაგონი”, ქვევრის ქისი, 2020

Palavani LTD, საფერავი მუკუზანი, 2019

LLC kakheti Company, ქვევრის მწვანე, 2020

LLC kakheti Company, “ბედობა”, 2020

“ქართული ღვინის სახლი”, წინანდალი (Alexandrov Wine Collection), 2021

“მარბანო”, შეზღუდული მარაგის საფერავი, 2021

“თელიანი ველი”, განსაკუთრებული მარაგი, ქვევრის ქისი, 2020

“თელიანი ველი”, ქვევრის გლეხური კრახუნა, 2020

“თელიანი ველი”, საფერავი, შეზღუდული გამოშვება, 2020

“თელიანი ველი”, გლეხური ქისი ქვევრი, 2020

თელიანი ველი”, გლეხური ხიხვი ქვევრი, 2020

თელიანი ველი”, გლეხური ხიხვი ქვევრი, 2019

“რთველისი”, საფერავი, 2020

“რთველისი”, ქვევრის საფერავი, 2021

“რთველისი”, მუკუზანი, 2021

“შალვინო”, საფერავი, 2020

“კონჭო და კომპანია”, Koncho Black, 2021

“შუმი”, იბერიული საფერავი ქვევრი, 2021

“დუგლაძეების ღვინის კომპანია”, კახური, 2020

“დუგლაძეების ღვინის კომპანია”, მუკუზანი, 2020

“მეღვინეობა ხარება”, მუკუზანი, 2020

“დუგლაძეების ღვინის კომპანია”, ტიბაანი, 2021

“ბოლერო და კომპანია”, საბადო ხიხვი ქვევრი, 2021

 

ვერცხლი:

“ჯეოვინო ჰამბურგი”, შუხმანის საფერავი გაუფილტრავი ქვევრი, 2017

“ქართველი”, გვარიანი მუკუზანი, 2019

“ბადაგონი”, საფერავი, 2018

“ბადაგონი”, როზე, 2021

“LLC Kakheti Company”, ბედობა, 2020

თელიანი ველი”, ხიხვი, 2022

“თელიანი ველი”, კაბერნე საფერავი, 2019

თელიანი ველი”, წითელი კახეთი, 2021

“თელიანი ველი”, მეღვინეობა 97 კახური No8, 2020

“თელიანი ველი”, გლეხური ქისი ქვევრი, 2020

“მეღვინეობა ბედიანი”, საფერავი ქვევრი, 2019

“შალვინო”, ანაგურელი ქინძმარაული, 2020

“კორპორაცია ქართილი ღვინო”, აკიდო საფერავი, 2021

“კონჭო და კომპანია”, კონჭო წითელი, 2019

“კონჭო და კომპანია”, კონჭო ქარვისფერი, 2020

“შუმი”, ყვარელი იბერიული, 2019

“შუმი”, სალომე, 2020

“ვაზისუბნის მამული”, 9 bundles, 2020

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული