Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული მეღვინეობის გზამკვლევი დამწყებთათვის - Tasting Table

ქართულ ღვინოზე, კულტურაზე, ტრადიციებსა და მეღვინეობაზე უფრო და უფრო ხშირად ვკითხულობთ. ექსპორტიც დასავლეთის ბაზარზე ფართოვდება და ცნობიერებაც ქართული ღვინის შესახებ იზრდება. Tasting Table საქართველოს შესახებ წერს. ვკითხულობთ ქვევრის, როგორც უძველესი ტექნოლოგიის შესახებ, ასევე რქაწითლსა და საფერავზეც, ყველაზე გავრცელებულ ვაზის ჯიშებზე, ქარვისფერ ღვინოებზე, კახეთზე და ა.შ.: “როდესაც ღვინის წარმოების ადგილებზე ჩამოვარდება საუბარი, გაგახსენდებათ საფრანგეთი, იტალია, თუმცა სინამდვილეში საქართველოა ის ადგილი, სადაც ღვინო დაიბადა. ამის საპირწონედ, ვარაუდობენ, რომ ფრანგებმა ღვინის დაყენება იტალიელებისგან დაახლოებით 425 წ. “ისწავლეს”, ქართული მეღვინეობის საწყისიდან ათასობით წლის შემდეგ. ასე რომ, მართალია, რომ ყველა ქვეყანას თავისი ისტორია აქვს, თუმცა საქართველოს მეღვინეობა ბევრად უფრო შორს მიდის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის.” - ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი წერს ვაზზეც, როგორც სიმბოლოზე. ერიკა ფრეი, ღვინის ექსპერტი აღნიშნავს, რომ ვაზს ყველგან მოჰკრავთ თვალს, თბილისურ აივნებზეც და სოფლის გზებზეც, ყველგან სადაც გაივლით. სტატიაში წაიკითხავთ ქარვისფერ ღვინოზეც: “საქართველოს ქარვისფერი ღვინის დაყენების საკმაოდ ხანგრძლივი და უწყვეტი ტრადიცია აქვს. გამოირჩევა ინტენსიური ფერითა და გემოთი, ასევე სხეულიანობით. ასეთი კატეგორიის ღვინოს სხვაგანაც აღმოაჩენთ, თუმცა მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ამ სტილის სათავე სწორედ ეს ქვეყანაა” - წერს ავტორი. 

ვკითხულობთ ასევე ქართულ ექსპორტზეც. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სასოფლო-სამეურნეო საკითხი, ღვინოზე გავლენას სოციალური და პოლიტიკური საკითხებიც ახდენს. ერიკა ფრეი აღნიშნავს იმასაც, რომ ქართველი მეღვინეები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ “აღდგნენ” და, ფაქტობრივად, ღვინის ინდუსტრია ხელახლა დაარსეს. მიუხედავად ამისა, მაშინ ასეთი ძლიერი ზეწოლის გამო ზოგიერთი ვაზის ჯიში და ტრადიცია, სამწუხაროდ, დაიკარგა: “სოციოპოლიტიკური ზეწოლა კვლავ მოქმედებს ქართული ღვინის ინდუსტრიაზე. ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ფართო საექსპორტო ბაზარზე გასვლის ბიძგი მიეცა, ეს რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე დადებული ემბარგო იყო 2006 წელს. ამ მოვლენამ, შეიძლება ითქვას, “აიძულა” ქვეყანა, რომ ღვინო უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე გაეტანა.” - აღნიშნავს ავტორი. თუმცა კოვიდ 19-ისა და რუსეთ-უკრაინის ომის, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებისა და ტურიზმის ნაკლებობის გამო უმსხვილეს სექსპორტო ბაზრებზე ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია ქართულ ღვინოს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი ექსპორტის საკმაოდ დადებითი, მზარდი ტენდენციაა შესამჩნევი, რაც მეღვინეებს, ბუნებრივია, იმედს აძლევს და ქართული ღვინის ცნობადობასაც ზრდის. 
სტატიას სრულად გაეცნობით Tasting Table-ს ვებ. გვერდზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



მინდა ამ საქმის დაწყება თუ შეგიძლიათ სხვადასხვა ფესტივალებზე რო მითხრათ სადაც ღვინის გატანა იქნება შესაძლებელი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული