Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

London Wine Fair 2017 - ქართული ღვინო ლონდონის ღვინის სამყაროში

22-24 მაისს ლონდონის საერთაშორისო გამოფენა „London Wine Fair 2017” გაიმართა, სადაც ქართული ღვინის კომპანიებმაც მიიღეს მონაწილეობა. გამოფენაზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ღვინის პროფესიონალების მხრიდან საკმაოდ დიდი იყო. 

„London Wine Fair 2017” -ს 14 ათასამდე ღვინის პროფესიონალი ესტუმრა. წლევანდელ რიგით 37-ე საერთაშორისო გამოფენაზე მსოფლიოს 40 ქვეყნის 10 ათასამდე დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. ჩატარდა დეგუსტაციები, საქმიანი შეხვედრები, მასტერკლასები.

დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარი ქართული ღვინისთვის. ღვინის ეროვნული სააგენტო წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რადგან საქართველოს  მონაწილეობა გამოფენაში არის უნიკალური შანსი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის, გააცნონ თავიანთი პროდუქცია ევროპელ მომხამარებელს, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით „London Wine Fair 2017”-ში მონაწილეობას იღებდა შემდეგი 17 ქართული კომპანია: “კახეთის ტრადიციული მეღვინეობა”, “ქინძმარაული მარანი”, „Georgian Wine Hospitality Investment“, „თბილღვინო“, „CAP-Georgia“, „კახური ღვინის მარანი“, „ასკანელი ძმები“, „შუმი“, „მეღვინეობა ხარება“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მილდიანი/ წინანდლის ძველი მარანი“, „მათრობელა ღვინოები“, „გიუაანი“, „ვაზიანი კომპანი“, „ტყუპების ღვინის მარანი“, „მარნისკარი“ და „ჯიმშერი“.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული