გამოქვეყნებულია: 19 მაისი, 2014 - 01:19
საჭირო მასალა: 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 3 კბილი ნიორი, 1 ცალი მოზრდილი კარტოფილი, 1 ჩ.კ. მარილი, 3 ჭიქა ქათმის ბულიონი, 2 დიდი კონა სხვადასხვა მხალეული და მწვანილი, ლიმონი – სერვირებისთვის, შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადება: დაჭრილი ნიორი მოვშუშოთ ზეთში 1-2 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ საშუალოდ დაჭრილი კარტოფილი, მარილი და ერთად მოვშუშოთ. 5 წუთის შემდეგ დავასხათ ბულიონი და 1,5 ჭიქა წყალი. როდესაც ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ და 5 წუთი ვადუღოთ. დავაყაროთ დაჭრილი მხალეული და რამდენიმე წუთი ვადუღოთ, შემდეგ შევანელოთ პილპილით. მივირთვათ ლიმონთან ერთად.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი