Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კალმახის შტრუდელი

საჭირო მასალა: ცომი - 250 გ ფქვილი, 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი, 0,5 ს.კ. ღვინის ძმარი, მწიკვი მარილი, ზეთი – წასასმელად.
გულსართი – 500 გ კალმახის ფილე კანის გარეშე, 1 ჩ.კ. ჯავზი, 400 მლ ნაღები, მარილი, თეთრი პილპილი.
სხვა – 50 კარაქი, ფქვილი – სამუშაოდ
მომზადება: მოვზილოთ ცომი: ფქვილი, ზეთი, ძმარი, მარილი, 200 მლ თბილი წყალი შევურიოთ და მკვრივი ცომი მოვზილოთ. ზემოდან წავუსვათ ზეთი, ჩავდოთ ცელოფანში  და 1 საათით მაცივარში მოვათავსოთ. დაჭრილი კალმახის ფილე, ჯავზი, მარილი და ცოტა ნაღები  ბლენდერით დავაქუცმაცოთ, თანდათან ვუმატოთ ნაღები, სანამ პრიალა, ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. გულსართი ცოტა ხნით მაცივარში სევდგათ და გამოვიღოთ ცომი. ღუმელი 180 გრადუსზე გავაცხელოთ. ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე ერთხელ მოვზილოთ. გავფინოთ ტილო, ზედ ძალიან თხლად გავაბრტყელოთ ცომი და მოვასხათ დამდნარი კარაქი, ზედ გადავანაწილოთ გულსართი და ტილოს დახმარებით ფრტხილად გადავახვიოთ. შტრუდელი მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში, ზემოდანაც დამდნარი კარაქი წავუსვათ და ვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში.
© ღვინის კლუბი /Weekend

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული