გასულ კვირას IWSC-ის საერთაშორისო ჟიურის წევრები საქართველოში უკვე მესამედ გაემგზავრნენ, სადაც წელს უკვე ქართული და სომხური ღვინოების დეგუსტაციის გარდა ყურადღება რეგიონების სხვა ალკოჰოლურ სასმელებზეც გაამახვილეს. საერთაშორისო ჟიურის გუნდს IWSC კომიტეტის წევრი საბა ებოტი მეთვაყურეობდა, ალკოჰოლური სასმელების პანელს კი იყვნენერიკ ცვიბელი და სალვატორე კასტანო ხელმძღვანელობდნენ. მთავარ ჟიურის წევრებს შეუერთდნენ გაერთიანებული სამეფოს ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ცნობილი ექსპერტები. დეგუსტაცია 3 დღის განმავლკობაში გაგრძელდა, სადაც მთლიანობაში 400-ზე მეტი სასმელი დააჭაშნიკეს.
ქართულმა ღვინოებმა მთლიანობაში 250 მედალი მოიპოვა, რომელთაგან 22 არის ოქრო. ოქროს მედლების დიდი რაოდენობა ქარვისფერ ღვინოს ეკუთვნოდა. Bolero & Company Sabado Grand Khikhvi Kvevri 2023 მსაჯებს განსაკუთრებით მოეწონათ: “მას აქვს ლიმონის, გარგრის, თაფლის, მანდარინის კანის კომპლექსური არომატები, რომელიც მართლაც გასაოცარია” - ვკითხულობთ ვებგვერდზე. გარდა ამისა, მათთვის აღსანიშნავი იყო “თამადას” ქვევრის თეთრი 2019: “ძალიან კარგად დაბალანსებული ღვინო, ვანილის, კურკუმისა და ჯანჯაფილის ნოტებით”.
ჟიურის წევრები აღნიშნავენ, რომ ქართული საფერავი ერთ-ერთი გამორჩეული ჯიში იყო წლევანდელ კონკურსზე, რომელმაც 6 ოქროს მედალი მოიპოვა. ერთ-ერთი, ყველაზე მაღალი შეფასების ღვინოა “სერობა”, საფერავი 2019: “ლავანდის, ქლიავის საინტერესო არომატებითა და სასიამოვნო მინერალებით. ღვინოს აქვს ასევე ძალიან კარგი სტრუქტურა, სანელებლების ნოტები, კენკრის, ალუბლის ინტენსიური ხასიათი და კომპლექსურობა” - ვკითხულობთ IWSC-ის ოფიციალურ გვერდხზე.
ღვინო, რომელმაც ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია, ეს არის “მილდიანის” საფერვის ქვევრის თაიგული 2021: “აქვს ქლიავის, მწიფე მუქი ხილის, შავი შოკოლადის სასიამოვნო ნოტები, თუმცა იგრძნობთ მწვანე ნიგოზის არომატებსაც. ღვინოს აქვს ხანგრძლივი დაბოლოება”.
სტატიაში აღნიშნავენ რქაწითლის ჯიშსაც, რომელმაც მთლიანობაში 2 ოქროს და მრავალი ვერცლის მედალი დაიმსახურა. ჟიურიმ განსაკუთრებით გამოარჩია “სერობა” წინანდალი 2018 მისი დახვეწიოლობის გამო: “ღვინო არის ძალიან ნაზი, აქვს ინტენსიური ნოტები და ძალიან დაბალანსებული, სასიამოვნო მჟავიანობა. არის ხალისიანი მისართმევი”.
ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულა ჰქონდა 40 წლის შემაგრებულ რქაწითელს. ეს არის “კარდანახის” საამო7: “უაღრესად გამომხატველი ღვინოა, სადაც ბრწყინავს ხილის არომატები და განსაკუთრებით იგრძობთ მასში ლეღვის, ჩირების ნოტებს, მუხის ოდნავ არომატებსა და ისევ და ისევ, ხანგრძლივ და სასიამოვნო დაბოლოებას”.
გარდა ჩამოთვლილისა, ძალიან შთამბეჭდავი ღვინო იყო “გურმანის” ოცხანური საფერე 2022: “სუფთა, ინტენსიური, ლალისფერი და ძალიან სასიამოვნო ღვინოა. აქვს ალუბლის, კენკრისა და ოდნავ მწვანილის არომატებიც”.
ახლა კი ოქროს მედლის მფლობელი ღვინოების სრულ ჩამონათვალს გაგაცნობთ:
“კარდენახი”, საამო 1987
”კოტეხი”, გურემანის ოცხანური საფერე, 2022.
”ბოლერო და კომპანია”, საბადო გრანდ ხიხვი, ქვევრი 2023.
“თამადა”, ქვევრის თეთრი, 2019.
”შუმი”, იბერიული ხიხვი ქვევრი, 2022.
”წინანდლის ძველი მარანი”, საფერავი, ქვევრი, 2021.
Wine Art, ეთნო რქაწითელი, 2022.
”სერობა”, საფერავი, 2019.
”სერობა”, წინანდალი, 2018.
”მეღვინეობა ანტო”, თავკვერი, 2023.
”ჩელთი”, საფერავი, 2021.
”საქართელოს სული მუკუზანი”, ვაინ პონტო, 2021.
”ხმელო მეღვინეობა”, რქაწითელი, 2019.
”სამეფო ხვანჭკარა:, ალექსანდროული, 2018.
”ავანდი ახოები”, 2022.
”ქართველი გვარიანი”, რქაწითელი, 2021.
“დების ღვინო”, კახური მწვანე, 2021,
”ღვინის ხელოვნება”, ეთნო მწვანე, 2022,
”ნაბერაული ღვინოები”, ცოლიკოური, 2023,
”კარდანახი 1888”, მწვანე, 2022.
“კარდენახი 7”, ხიხვი 1985.
”ლიონიძის ზვარი”, ნოველა.
”ბოლერო და კომპანია”, დაისი ბრენდი 5 წლის.
გურემანი, ქინძმარაული 2023.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი