Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

IWSC 2024: ქართული ღვინის მწარმოებლები გლობალური ჯილდოსთვის იბრძვიან

IWSC-ის (International Wine & Spirit Competition) მიერ ორგანიზებული გლობალური დეგუსტაცია  წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებას ღვინის ინდუსტრიაში, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან წამყვანი ღვინის მწარმოებლების გამორჩეული ღვინოების აღიარებას. 2024 წლისთვის ეს ღვინოები პირველად იქნება შეფასებული, ჟიური კი რეგიონალურ დონეზე საუკეთესო ბრენდებს გამოავლენს, რაც ამ ღონისძიებას განსაკუთრებულ ეშხს მატებს.

დეგუსტაცია მოიცავს ექვს რეგიონში ჩატარებული  ღვინის შეფასების სპეციალურ ღონისძიებებს, რის ფარგლებშიც, საქართველოში ღვინის გლობალური დეგუსტაცია  ჩატარდა: "საქართველო ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანაა ამ კონკურსში, რადგან მისი ღვინის კულტურა უძველეს და უნიკალურ ტრადიციებზეა დაფუძნებული. ქართულ ღვინოს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ გლობალური ღვინის ბაზრისთვისაც" - ვკითხულობთ IWSC-ის გვერდზე.

ქართველი ფინალისტების სია, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა, მოიცავს ღვინის სამ წამყვან მწარმოებელს – „ასკანელი ძმები,“ „ბრიკა“ და „ძველი მარანი წინანდალი.“ ეს კომპანიები წარდგენილია IWSC 2024 წლის ქართული ღვინის მწარმოებლის ჯილდოზე, რაც მათ საერთაშორისო აღიარებას სთავაზობს. IWSC-ის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც 12 ნოემბერს გაიმართება, საბოლოოდ გამოავლენს თითოეული რეგიონის გამარჯვებულს, ხოლო ეს აღიარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას გლობალურ ბაზარზე.

IWSC  ხელს უწყობს საერთაშორისო ღვინის კულტურის განვითარებას და იმ ღვინის მწარმოებლების პრესტიჟის გაზრდას. საქართველოსთვის ეს არ არის მხოლოდ ტიტულის მოპოვების შანსი, არამედ შესაძლებლობა, რომ ღვინის დარგში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს, რაც დამატებით ეკონომიკურ სარგებელსაც მოიტანს ქვეყნისთვის.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული