სამშაბათს, 6 მარტს საქართველოს ღვინის კლუბი და ღვინის ბარი 8000 მოსავალი გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ძალზე საინტერესო და სახალისო წამოწყებაში - ლექცია–დეგუსტაცია – როგორ გავაახალგაზრდავოთ ქართული ღვინო. ასეთ შეკრებებს ჩვენ პერიოდულად გავმართავთ ხოლმე და იგი თანამედროვე ქართული ღვინის კულტურაში არსებულ პრობლემებს შეეხება.
6 მარტს, შეხვედრას გაუძღვებიან:
ქეთი ბერიშვილი, მეღვინე
ირაკლი ჩხაიძე, 8000 მოსავლის დამფუძნებელი
მათე აბესაძე, ღვინის მარკეტოლოგი
მალხაზ ხარბედია, ღვინის მწერალი
რაც მთავარია, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანიის 10–ზე მეტი დასახელების ღვინო, გასასინჯად. ღვინო ერთი ჭიქა სულ რაღაც 2 ლარი ეღირება. გარდა ამისა სტუმრებს შეეძლებათ თავიანთი ღვინოებიც მოიტანონ (აუცილებლად მინის ბოთლში ჩამოსხმული, საცობით) გასასინჯად და ღვინის კლუბის წევრებისთვის თუ სხვა მონაწილეებისთვის გასაცნობად.
ეს ღონისძიებები კიდევ უფრო გააფართოვებს ღვინის მოყვარულთა წრეებს, ხელს შეუწყობს იდეების გაცვლას და საშუალებას მოგვცემს ერთმანეთს გავუზიაროთ შთაბეჭდილებები ახალი ღვინოების შესახებ.
ასერომ, გელით სამშაბათს, 6 მარტს, ღვინის ბარ 8000 მოსავალში (მისამართი: სულხან ცინცაძის 26)
დასაწყისი 19:00 სთ-ზე.
დასწრება თავისუფალია
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი