გიორგი - 18 ივლისი, 2012 - 18:01
სახელი ნამდვილად არ ვიცი ბატონო ელიზბარ, მაგრამ ღვინოს აშკარად მთლად ჯანსაღი გემო არ აქვს და ამას ადვილად მიხვდებით თუ გასინჯავთ და შეადარებთ 2011 წლის ღვინიოს.
ელიზბარ თალაკვაძე - 18 ივლისი, 2012 - 17:40
მეგობრებო ნერვებს ნუ აყვებით. არითმეტიკაში არ მოვიკოჭლებ.60% ფასნამატი მე არ მიანგარიშია, კერა ვაინის კომენტარში წერია-"ცხადია ზოგიერთმა მაღაზიამ 60% თავისი ფასნამატიც დაადო ღვინოს, რის შემდეგადაც ერთი ბოთლი 24.50 ლარი გახდა".გეთანხმებით, "რომ კონკურენტის ლანძღვა ბიზნესეთიკას ეწინააღეგება" და მოთმინებით ველი განმარტებას, რითია დაავადებული ჩვენს მერ ჩამოსხმული ღვალაძის ღვინო.
მალხაზ ხარბედია - 18 ივლისი, 2012 - 15:36
მართალია ალეკო, ნამდვილად არაჯანსაღი ფორმები მიიღო ამ პოლემიკამ, მითუმეტეს საპოლემიკო აბსოლუტურად არაფერი იყო, თავიდანვე :) ბოღმის სანთხევად და შურიანების სათარეშოდ არ დამიდია ეს სახალისო დახასიათება.
გიორგი ბარისაშვილი - 18 ივლისი, 2012 - 15:14
დასაწყისში წამყვანი 8 000-ის მაგივრად 800 - ს ამბობს შეცდომით...
ალეკო ცქიტიშვილი - 18 ივლისი, 2012 - 14:18
ძალიან არ მინდოდა ამ არაჯანსაღ პოლემიკაში ჩართვა და არც ვაპირებ. თუმცა, დავეთანხმები "ხოტეურს" და აღვნიშნავ, რომ კონკურენტის ლანძღვა ბიზნესეთიკას ეწინააღეგება. ასევე, ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ "მარშუტკით" გამოგზავნილი 10-ლიტრიანი პლასტმასის ჭურჭლიდან 10 ბოთლი ღვინის ჩამოსხმა მევენახე გლეხებზე ზრუნვაა, ხოლო "კერა ვაინის" მიერ ასობით ბოთლის ჩამოსხმა - "სიხარბე". ვფიქრობ, კორექტულობა და ეთიკის დაცვა ყველაზე საჭირო რამაა, რაც ახლა ამ "დისკუსიის" მონაწილეებს სჭირდებათ, რადგან გაცხადებული მიზანი ორივეს ერთი აქვს - მევენახეების დახმარება და ქართულ მეღვინეობაში საკუთარი წვლილის შეტანა. ასეთი დაპირისპირებით კი დიდ საქმეებს დიდი ჩრდილი მიადგება.
ალეკო ცქიტიშვილი - 18 ივლისი, 2012 - 14:04
მართლაც უნიკალური დეგუსტაცია იყო და კარგია, რომ ეს სტატია დაიწერა. მე კი ბოროტად ვისარგებლე ჩემთვის "უნიკალური" შემთხვევით, როცა ამ დეგუსტაციაზე სტატიის დაწერა არ მევალებოდა და უბრალოდ ღვინოებით ვისიამოვნე :) თუმცა, 28 ივლისს დაგეგმილი დეგუსტაციის შემდეგ აუცილებლად დავწერ Tbilisi Out-ისთვის.
კულა - 18 ივლისი, 2012 - 12:22
პარაზიტია ეს კაცი. რამდენიმე თვეა ვაკვირდები მის პოსტებს და ნამდვილი პარაზიტია, წურბელა. ვფიცავ ზვიგენის ყბას :)
გიორგი - 18 ივლისი, 2012 - 11:37
უსაფუძვლო აქ არაფერი ყოფილა. 2010 წლის ღვინო ნამდვილად განსხვავდება 2011 წლის ღვინისგან. და იმაში გასაკვირი არაფერია რომ ასე მცირე რაოდენობით ამხელა მანძილზე ტრანსპორტირების შემდეგ რაღაც დაავადებები განვითარდეს. მე არ დაგიწყებთ ამის სწავლებას ჩემზე გაცილებით მეტი იცით და გესმით, რომ ეს ეგრეა და
ღვინო ასეთ პირობებში ილახება.
რაც შეეხება ფასს ეტყობა კერა ვაინის კომენტარი კარგად არ წაგიკითხავთ, რომ ღვინო სარდაფიდან 15 ლარად იიდება. არის ადგილზე ობჩაში ჩამოსხმული არა 10 ბოთლი არამედ ასეულობით რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
პს
ის უკვე გასაგებია რომ კორეკტულად საუბარი არ შეგიძლიათ.