Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცოლიკოური, თელიანი ველი, 2011

ლეჩხუმის რაიონში დაკრეფილი ცოლიკოურიდანაა ღვინო დაყენებული. ეს ჩალისფერი, ოქროსფერსხივებიანი ღვინო სულ ახალია, ცინცხალი, თეთრი ხილისა და ხილის ყვავილების სურნელებით. ახალგაზრდა ღვინისთვის დამახასიათებელი სიხისტე საინტერესო დაბოლოებად ყალიბდება, დიდხანს რჩება და თხილისა და გოგრის თესლის ტონებით სრულდება. სასიამოვნო მჟავიანობით ხასიათდება, ცივად დასალევია, საზაფხულო. მიაყოლეთ თევზეულს და მსუბუქ სალათებს. შემწვარი ან მოხარშული თეთრი თევზი (ტილაპია, ქამბალა) საუკეთესო მისაყოლებელი იქნება. ასევე მშრალი, დავარგებული ყველები, მათ შორის, თხის ყველიც.    

© vinoge.com



იფ, იფ, ეს დამალევინაააა


უკეთესი ვიცი 15 ლარში ბოთლი :)


შემოვა ახლა თალაკვაძე და იტყვის, მე 7 და 80–ში მაქვსო :)


სამწუხაროდ შტატებში აღარ შემოდის მგონი.



კი მარა რა ეშველება ახლა შტატებს? :)


საბრალო რა შუაშია, მის შტატში ლამის ერთად–ერთი ქართული ღვინო იყო და წუხს კაცი, შენ კიდე ამჩატდი აქ :)



თელიანი ველის ღვინოებიდან იყიდება მუკუზანი, საფერავი, წინანდალი და ტვიში მაგრამ მე ცოლიკოური მომწონდა ნამეტანი :)


კი მარა წიე რა შვაშია ამჩატება?:):) მე უბრალოდ ამხელა ამერიკა შემეცოდა, ქართული ღვინო რომ ვეღარ შევა რა ეშველება-მეთქი თვარა...


:)) რატო, აგერ ნატურალური ქვევრისები ხო შევიდა შტატებში? :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.