Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზი სოკოთი და პამიდვრით

საჭირო მასალა: 600-700 გ თევზის ფილე თავის კანიანად, 1-2 ს.კ. ლიმონის წვენი, 125 გ შებოლილი ლორი ან ქონი, 400 გ პამიდორი ჩერი, 500 გ ქამა სოკო, 1 თავი ხახვი, 50 გ რუკოლა, 3-4 ს.კ. ზეთი, 4 ს.კ. ფქვილი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: რუკოლა გავრეცხოთ და შევაშროთ. ლორი წვრილად დავჭრათ. პამიდორი გავრეცხოთ. სოკო გავრეცხოთ და შუა-შუა გავჭრათ. ხახვი წვრილად დავკეპოთ.  ლორი ტაფაზე დავყაროთ და უცხიმოდ შევბრაწოთ, ამოვიღოთ, იმავე ტაფაზე დავასხათ 1 ს.კ. ზეთი, დავაყაროთ სოკო, ხახვი და მოვშუშოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავუმატოთ პამიდორი და ავურიოთ. დავასხათ 5-6 ს.კ. წყალი და დავუმატოთ მოშუშული ლორი. ამასობაში თევზი ამოვავლოთ მარილის, პილპილისა და ფქვილის ნარევში. ტაფაზე გავაცხელოთ 2-3 ს.კ. ზეთი და თევზი თითოეულ მხარეს 2-3 წუთის განმავლობაში შევწვათ. თევზი სუფრაზე მოშუშულ ბოსტნეულსა და რუკოლასთან ერთად მივიტანოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული