Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო და კერძები ფილადელფიის ღვინის ბარში

ქართული ღვინოებითა და კერძებით მსოფლიოში სულ უფრო მეტი რესტორანი და ბარი ინტერესდება. როგორც ჩანს, მოთხოვნაც გაზრდილია და სწორედ ამიტომ, მომხმარებლებსაც უფრო მეტს სთავაზობენ. Jet Wine Bar ღვინის ბარია ფილადელფიაში, რომელიც Saami somi-თან, ქართულ რესტორანთან თანამშრომლობით ქართულ სუფრას უმასპინძლებს.

Jet Wine Bar-ში კვირას, 30 ოქტომბერს ადგილობრივებს სუფრაზე ქართული კერძები და ღვინოები დახვდებათ. სტატიაში ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების შესახებაც საუბრობენ: “უნიკალური ღვინოები ღვინის სამშობლოდან ჩვენს ბარში ძალიან სასიამოვნო და ძვირფასია. ამიტომ მოხარულები ვართ Saami Somi-სთან პარტნიორობით, რათა ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ ჩვენს მეზობლებსა და მაცხოვრებლებს გავაგებინოთ” - აღნიშნავს ნიკ ბაიტცელი, Sojourn Philly-ის ოპერაციების ხელმძღვანელი. ქართულ სუფრაზე ფილადელფიაში შემდეგი ღვინოები დახვდებათ სტუმრებს

რქაწითელი, “მარანი” 

მწვანე, “იბერიული”, 2017

როზე, მარანი”

ჩინებული ქვევრი, “კაპისტონი”, 2018

საფერავი, “შუმი” 

30 ოქტომბერს კონიაკის, ლიმნისა და ტარხუნის კოქტეილსაც შესთავაზებენ მომხმარებლებს. სუფრაზე იქნება სხვადასხვანაირი ხაჭაპური, გებჟალია, ქართული სულგუნი, სოკო ყველით, აჯიკა. სტუმრებს ხმელი სუნელით შეკმაზული წითელი ლობიო და  ცხარე აჯაფსანდალი დახვდებათ შებოლილი ბადრიჯნით კახურ ზეთთან ერთად.

Saami Somi-ს  მფლობელი მაილ კოლოდეში აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართული სუფრისა და კერძების პოპულარიზაცია: “ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა Jet Wine Bart-თან თანამშრომლობა, მნიშვნელოვანია, უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ქართული ღვინისა და კულინარიული ტრადიციების შესახებ. მოხარულნი ვართ მოვიწვიოთ ფილადელფიელები, რომლებიც ამ შემოდგომას ერთ-ერთ დასვენების დღეს ქართული ღვინოების დაჭაშნიკებას შეძლებენ და კერძებს დააგემოვნებენ” - ვკითხულობთ სტატიაში, რომელსაც NewsBreak-ის გვერდზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული