Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ლუდის ბრენდი ცნობილ სახელებს შორის გამოჩნდა

წარმოება ქართული, ტექნოლოგია გერმანული,  ბრენდი ფრანკონიული

ცოტა ხნის წინ, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს, საქართველოში მოქმედი ლუდის მწარმოებელი კომპანია"მაისტერბრაუს" ნაწარმმა ევროპელი ლუდის მოყვარულებისა და სპეციალისტების აღიარება მოიპოვა. საუბარია  "მაისტერბრაუს" 40% ALC შემცველობის ლუდის ბრენდზე BIERBRAND, – რომელიც გერმანიის ქალაქ ნოიშტადში გამართულ სპირტინი სასმელების საერთაშორისო დაჯილდოვებაზე (international Spirit Award) ოქროს მედლით გამოირჩა.

ლუდის შნაპსის, იგივე ლუდის ბრენდის ტრადიცია გერმანიიდან, კერძოდ ფრანკონიიდან მოდის. ამიტომაც ხშირად ფრანკენვისკისაც უწოდებენ. ვისკისა და ლუდის შნაპსის ნათესაობა ძალიან გავს  ჭაჭისა და კონიაკისას; ორივე შემთხვევაში პირველადი სუბსტანტი ერთიდაიგივეა: ვისკის გამოსახდელად - ალაო, ჭაჭისთვის - კლერტიანი ჭაჭა, ხოლო ლუდის შნაპსის დესტილაციისთვის ლუდი გამოიყენება. ერთი ლიტრი ლუდის სპირტის მისაღებად დაახლოებით 25 ლიტრამდე ლუდია საჭირო.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში გამართულ კონკურსზე 29 ქვეყნის 800-ზე მეტი სპირტიანი სასმელი იყოს წარმოდგენილი და მათ შორის გახლდათ ისეთი სასმელები, რომლებმაც მსოფლიო აღიარება კარგა ხანია მოიპოვეს.

ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ "მაისტერბრაუს" ლუდის ბრენდი მოხვდა ვისკების კატეგორიაში, სადაც ჩვენთან წარმოებულმა სასმელმა კონკურენცია გაუწია ცნობილ ვისკის ბრენდებს შოტლანდიიდან, ირლანდიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, ფინეთიდან, იაპონიიდან და სხვა.

“მაისტერბრაუში” აცხადებენ, რომ მათ საწარმოო ტექნიკა გერმანიიდან აქვთ ჩამოტანილი და ეს მათი ლუდის ბრენდის წარმატების ერთ–ერთი მიზეზი გახლავთ. გარდა ამისა, ლუდის ქართველი ტექნოლოგები გერმანელ კოლეგებთანაც თანამშრომლობენ და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლუდის წარმოების ტრადიციები ყოველთვის არსებობდა, დღევანდელი მდგომარეობით ფაქტია, რომ ქართველ მელუდეებს ევროპელებისაგან  ცოდნის გაზიარება ნამდვილად ჭირდებათ.

გამარჯვებული ლუდის ბრენდის პირველი მცირე პარტია (864 ბოთლი) „მაისტერბრაუმ“ უკვე გააგზავნა გერმანიაში ექსპორტზე და სულ მალე არამხოლოდ საექსპორტო პროდუქციის რაოდენობის, არამედ, ლუდისა და ლუდის ბრენდის სორტიმენტის გაზრდაც იგეგმება.

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია შპს “მაისტერბრაუ” 2014 წელს დაარსდა და დაარსებისთანავე დაიწყო გაუფილტრავი ჩამოსასხმელი ლუდის წარმოება. ხოლო 2015 წლიდან პარალელურად გამოუშვა სპირტიანი სასმელი - "ლუდის ბრენდი". როგორც რეალობა გვაჩვენებს, ხშირად სწორედ ასეთი “პარალელურად“ წარმოებული პროდუქცია ამართლებს...

© ღვინის კლუბი/vinoge.com



მეტი დამნახავი და მყიდველი ვუსურვოთ ქართულ ხარისხიან პროდუქციას!


სად შეიძლება შევიძინოთ ეს ლუდი?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული