Home
ქართული | English
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შამპანურის ვედრო 725 ათას დოლარად

 
მდიდრებს ლხინისთვის მიზეზი არ სჭირდებათ: თუ ჯიბე საშუალებას გაძლევს, ზეიმი შეიძლება უმიზეზოდაც გამართო და მილიონობით დოლარი მხოლოდ ელიტური შამპანურის საყიდლად დახარჯო – ასეთ ძვირფას სასმელს კი ჩასაცივებლად ჭურჭელიც შესაფერისი უნდა შეურჩიო. სწორედ ოლიგარქთა გემოვნებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, რამდენიმე კილოგრამი ოქროსგან ჩამოასხეს შამპანურის ჩასაცივებლად განკუთვნილი, ყინულის ჩასაყრელი ვედრო. ამ იუველირული ჭურჭლის შემქმნელი დიზაინერი ვან პერკინსი გახლავთ. შამპანურის ვედროს დასამზადებლად მან 7 კილოგრამი 20-კარატიანი ოქრო, ბროლი და ძვირფასი თვლები გამოიყენა, ამიტომ ფასიც შესაბამისი აქვს – 724 460 აშშ დოლარი ღირს.  ჭურჭელი დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და შეფუთვაც განსაკუთრებული აქვს - დევს ვარდის ხისგან დამზადებულ კოლოფში, რომელიც მოოქროვილი დეტალებით არის შემკული. ფუტლიარს აქვს უჯრა, რომელშიც შამპანურის 6 ბოკალი დევს. გარდა ამისა, ნაკრებს წყვილი შავი ხელთათმანიც მოჰყვება. პერკინსის ჭურჭელი სხვადასხვა სახით შეიძლება შეგხვდეთ - მაგალითად, მთლიანად ოქროს, ან ოქროსა და ვერცხლისგან დამზადებული, გააჩნია, რა სურს დამკვეთს. თითოეულ ასეთ ვედროს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი გააჩნია, ფასი კი გამოყენებული მასალისა და შესრულების ოსტატობის დონის მიხედვით  განისაზღვრება.  
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული