24 დეკემბერს, 11:00-დან “ღვინის კლუბი“ ცქრიალა ღვინის პირველ ფესტივალზე გიწვევთ. ფესტივალი „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით გაიმართება მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“.
შაბათს, მთაწმინდაზე დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო, სადაც მეღვინე-მევენახეები იქ მყოფებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. გასინჯავთ ცქრიალა ღვინის სხვადასხვა კატეგორიებს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ყველა სტილის ცქრიალა ღვინის მწარმოებლები: შამპანური მეთოდი, პეტნატი (ნატურალური ცქრიალა), შარმას მეთოდი, შუშხუნა ღვინო.
ღვინის გარდა გელით გემრიელი მისაყოლებელი, გართობა და მთაწმინდური ზამთარი.ფესტივალის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო და მთაწმინდის პარკი.
როგორც ყოველთვის სტუმრების დასწრება ფესტივალზე თავისუფალია
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი