Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ღვინოები (2) 1921 Château d'Yquem

მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი თეთრი ღვინოა ბორდოდან, სოტერნის აპელასიონიდან. პირველი კლასის გრან კრიუა, წურავენ სოვინიონიდან და სემიიონიდან. 1785 წლიდან იკემის მამულს ლურ-სალიუსების (Lur-Saluces) ოჯახი ფლობს. რობერტ პარკერი ასე ახასიათებდა ღვინოს, `არც ერთი ღვინო ისე არ ამართლებს თავის ფასს, როგორც იკემი. ერთი ძირიდან მხოლოდ ერთი ბოკალი გამოჰყავთ და უმაღლესი ხარისხი იკემის მთავარ დევიზს წარმოადგენს. სამი წლის განმავლობაში ღვინოს მუხის კასრებში ინახავენ და ამ დროს ღვინის 20% იკარგება, თუმცა კარგი ღვინისთვის მეწარმეები უფრო დიდ მსხვერპლზეც წავლენ. როცა საქმე ბოთლებში ჩამოსხმამდე მივა, საუკეთესო კასრებს არჩევენ და რაც მთავარია, ღვინოს არ ფილტრავენ~. დევიდ პეპერკორნმა 1921 წლის ჩამოსხმას 20-ე საუკუნის სასწაული უწოდა. ეს ღვინო დღემდე ინარჩუნებს ბრწყინვალე გემოსა და დამლევს ახლაც სიახლის განცდას ანიჭებს.აღწერა: იკემს დავარგების 100-150 წლიანი პოტენციალი აქვს. სხეულიანი, ძლიერი და საოცრად ბალანსირებული ღვინოა ანანასისა და დაშაქრული თხილის არომატით, გარგრისა და ვანილის ნოტებით.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.