Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზის ჩაშუშული

საჭირო მასალა: 1 კგ წითელი თევზი, 500 გ სტაფილო, 500 გ ხახვი, 0,5 ლ პამიდვრის წვენი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 2 ცალი მიხაკი, მარილი, 0,5 ჭიქა ზეთი, 1-2 ს.კ. პურის ფქვილი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: თევზი დავჭრათ პატარა, 1,5 სმ სისქის ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი, ამოვავლოთ პურის ფქვილში და ზეთში შევწვათ. სტაფილო გავხეხოთ, ხახვი დავჭრათ წვრილად. ბოსტნეული მოვათავსოთ სქელძირიან ტაფაში და ზეთში მოვშუშოთ, სანამ არ დარბილდება. თევზი და მოშუშული ბოსტნეული სანელებლებთან ერთად ფენა-ფენა მოვათავსოთ ქვაბში. დავასხათ პამიდვრის წვენი და 30 წუთით თავდახურული დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ. ასე მომზადებული თევზი შეიძლება მივირთვათ როგორც ცივად, ასევე ცხლად. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.