Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ უნდა დავძლიოთ ნაბახუსევი?

სალომე აფხაზიშვილი

საახალწლო და საშობაო სამზადისი, ისევე როგორც ყველა სხვა სადღესასწაულო სამზადისისაქართველოში, ხანგრძლივ ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და მატერიალურ მზადყოფნასუკავშირდება. ვიწყებთ ნერვიულობით ფულზე, თუ როგორ გავანაწილოთ ის სხვადსხვა სახის პროდუქტებზე, ასევე საკვებზე, ვფიქრობთ, მოვასწრებთ თუ არა ყველაფერის მომზადებას სადღესასწაულო სუფრისთვის; ვნერვიულობთ სასმელზეც, გვექნება თუ არა საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ ჩვენც გვეყოს და სტუმრებიც კმაყოფილები დარჩნენ. მაგრამ, თუკი ამ საზეიმო ეიფორიიდან გამოვალთ და ახალ წლამდე სამზადისს მშვიდი გონებით შევხედავთ, ადვილად მივხვდებით, რომ ქართული დღესასწაული სხვა არაფერია, თუ არა განუწყვეტელი ფიქრი და ნერვიულობა იმაზე,რომ გვქონდეს ბევრი კერძი და ბევრი სასმელი. ბევრზე ფიქრი კი,ისეთ მნიშვნელოვან საკითხს გვავიწყებს, როგორიცაა - ჯანმრთელობა, რასტან დაკავშირებული პრობლემებიცწინასადღესასწაულო დღეებიდან იწყება და მის დასრულებამდე გრძელდება. ვემზადებით სიამოვნებისთვის, თუმცა გვავიწყდება,რომ მრავალფეროვანი სასმელის მონელებასფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება.ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ახალი წლის დღეებში გვმართებს. იანვრის პირველი ნახევარი სწორედ ის დროა, როდესაც საქართველოში ყველაზე ხშირად ისმება კითხვა – როგორ დავაღწიოთ თავი ალკოჰოლით ინტოქსიკაციას და ნაბახუსევს?

ალკოჰოლური სასმელების ცნობილი სპეციალისტი ბონდო კალანდაძე თვლის, რომ ნაბახუსევის დროს თავი არ სტკივა მას, რომელმაც ცოტა კი არ დალია, არამედ მას, ვინც სწორად დალია. სასმელის მიღების წესებზე ის რადიო „ცხელ შოკოლადთან“ საუბრობს:

„ყველაფერს აქვს თავისი ზომა. თუ კაცი ზომაზე მეტს მიიღებს, შემდეგ ყველაფერი ინდივიდუალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული: როგორ დალია? რა წესით მიიღო სასმელი? აურია თუ არა სხვადასხვა სასმელები? ამის ერთადერთი საშველია არის – ძილი და სუფთა ჰაერზე ყოფნა. ამ დროს არავითარი ალკოჰოლი და მედიკამენტი აღარ უნდა მიიღოს ორგანიზმმა. კარგია ბევრი სითხის მიღებაც. სწორედ ამის შემდეგ, ადამიანს შეუძლია გადალახოს ის პროცესი, რასაც ნაბახუსევი ჰქვია.“

სიტყვა ნაბახუსევი დიონისეს, ბახუსს უკავშირდება, თუმცა ქართულმა იგი თავისებურად თარგმნა, როგორც ნაბახურევი, ანუ სასმელისგან გადახურებული მდგომარება, რასაც საზოგადოების ძირითადი ნაწილი რუსულენოვანი სახელწოდებით – „პახმელიით“ იცნობს. ექიმები მას ძმარმჟავა ალდეჰიდით მოწამვლას უწოდებენ, რადგან ნაბახუსევს სწორედ ეს ნივთიერება იწვევს. ალდეჰიდი, ორგანიზმის მიერ ეთილის სპირტის, ანუ ალკოლჰოლის გადამუშავების დროს წარმოიქმნება და ღვიძლიდან, თირკმლის საშუალებით მთელს ორგანიზმს გადაეცემა, რაც შინაგანი ორგანოების და ქსოვილების მოწამვლას იწვევს. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ დიდი რაოდენობით სასმელის მიღების შემდეგ, ადამიანები პირის გაშრობით, თავის ტკივილით, თავბრუსხვევითა და გულისრევის შეგრძნებით იტანჯებიან. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმპტომები მათთვის კარგად ნაცნობია, ისინი არც დიდი რაოდეობით სასმელის მიღებას ერიდებიან და არც იმ წესებს იცავენ, რომლებსაც მათ ექიმები და დარგის სხვა სპეციალისტები ურჩევენ. არადა მათი გათვალისწინებით, ალკოჰოლით მიღებული სიამოვნების შენარჩუნება ნამდვილად შესაძლებელია. ალკოჰოლის მიღების წესებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლგიის პრევენციის ცენტრის ექიმი–ნარკოლოგი – თათა ასათიანი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:

უნდა ვეცადოთ, რომ ალკოჰოლი მივიღოთ არა ერთდროულად, ერთბაშად და დიდი რაოდენობით, არამედ მცირე ულუფებით, დროში გაწელილად. ალკოჰოლის მიღების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სითხის მოხმარებას. ამ დროს რეკომენდებულია – წყლის ან გაზგასული მინერალური წყლის მიღება. ერთ ჭიქა ალკოჰოლზე უნდა მოდიოდეს 1–2 ჭიქა სითხე. ასევე უნდა მოვერიდოთ შუშხუნა სასმელების მიღებას და ვეცადოთ მივიღოთ ცხიმიანი საკვები“

ალკოჰოლის მიღების საშუალო, საორიენტაციო დოზა ცნობილია, და ის შეადგენს ერთ გრამ ეთილის სპირტს ერთ კილოგრამზე. მოზრდილი მამაკაცისთვის, რომლის წონა 80 კილოგრამია, ეს ზღვარი 100 მილილიტრი აბსოლუტური ალკოჰოლოს რაოდენობაა, რასაც შეიცავს 250 მილილიტრი არაყი.

მეღვინე ბონდო კალანდაძის თქმით, თრობის განვითარებას ხელს უწყობს ისეთი მდგომარეობაც, როცა ადამიანი ფიზიკურად გადაღლილია. აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ სასმელის მიღების დროს შევამციროთ თამბაქოს მოწევა და სასმელის ერთმანეთში არევა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები შეცდომას მაშინაც უშვებენ, როდესაც ნაბახუსევის დაძლევის ერთადერთ გზად, ისევ იმავე ან სხვა სახის ალკოჰოლური სასმელის მიღებას მიიჩნევენ. ასეთ დროს განვითარებულ უარყოფით შედეგებზე კვლავ თათა ასათიანი საუბრობს:

„აბსოლუტურად დაუშვებელია პახმელიის მოხსნა იგივე სასმელით. ამ დროს ორგანიზმს ჩვენ დამატებით შხამს ვაწვდით, რასაც ჩვენ, ნარკოლოგები ძალიან ვეწინააღმდეგებით. გარდა ამისა, ამ დროს არის გადაბმული თრობის განვითარების საშიშროება, როდესაც ადამიანს უვითარდება ჯერ ფიზიკური, შემდეგ კი ფსიქოლოგიური დამოკოდებულება სასმელზე. ამ დროს მძიმდება მდგომარეობა და იქმნება ე.წ. ალკოჰოლური "ლომკის" განვითრების პირობები“.

ასეთ დროს აუცილებელია იმის ცოდნაც, თუ რომელი ალკოჰოლური სასმელია განსაკუთრებით მავნე ადამიანის ორგანიზმისთვის. ბონდო კალანდაძე მათ შორის კონიაკს, პორტვეინს და ლიქიორს გამოყოფს, რომელიც, მართალია, არყისა და ღვინისგან განსხვავებით, ძლიერ თრობას არ იწვევს, თუმცა, ორგანიზმს გაცილებით მეტი მომწამვლელი ნივთიერებებით ამდიდრებს, რომელიც სასმელში შაქრიდან ან მუხის კასრებიდან გადადის. უხვი სამედიცინო და ენოლოგიური რეკომენდაციების მიუხედავად, ნაბახუსევის მდგომარეობამდე ზომიერებისა და მოთმინების განცდის გამომუშავებაა საჭირო, რომელიც ნამდვილ სიამოვნებას მოგგვრით და ჯანმრთელი ორგანიზმის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.

მართალია შობამ და ახალმა წელმა ჩაირა, თუმცა ორ დღეში წინ კიდევ ერთი ძველით ახალი წელი და ამასთანავე, უამრავი ოფიციალური და არაოფიციალური დღესასწაული გელით, ამიტომ ყოველთვის, როცა დალევას დაიწყებთ, თქვენს თავს სწორი სმის პრინციპები შეახსენეთ და ისე შეუდექით სუფრას.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული