Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რუსული ალკოჰოლური სასმელის გაყიდვები უპრეცედენტოდ მცირდება

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ალკოჰოლური სასმლის საცალო ვაჭრების უპრეცედენტო რეაქცია გამოიწვია - ვკითხულობთ Wine-Searcher-ის საიტზე. გაყიდვებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ საცალო ვაჭრების მიერ შესყიდულმა რუსული პროდუქციის რაოდენობამ  გასულ წელთან შედარებით 28%-ით დაიკლო, ხოლო გასულ თვესთან - 33%-ით. მსოფლიოს მასშტაბით 17 000 საცალო მოვაჭრე იყო, რომელიც რუსული სასმელით ვაჭრობდა, 9 მარტის მონაცემებით კი მათი რიცხვი 12 000-მდე დაეცა. მთავარ ბაზრებს შორის ლიდერი აშშ იყო, სადაც მიმდინარე მოვლენების ფონზე, შესყიდვები 55%-ით შემცირდა. მსგავსი ტენდენციებია ბრიტანეთშიც - რუსული სასმელის შესყიდვები წინა თვესთან შედარებით 30%-ით შემცირდა, გასულ წელთან  კი - 20%-ით.

რაც შეეხებათ ნატოს ქვეყნებს, 24 მათგანის მონაცემები ადასტურებს, რომ შესყიდვები აქაც საგრძნობლად მცირდება. ნატოში შემავალი 5 ქვეყანა, რომლებმაც ყველაზე მეტად შეამცირეს რუსული სასმელის შესყიდვა ესტონეთი, ისლანდია, კანადა, ხორვატია, ლუქსემბურგი და დანიაა.

გამონაკლისი შემთხვევაა მხოლოდ სლოვენია, სადაც შესყიდვების რაოდენობა გაიზარდა.

Wine-Searcher-მა წაშალა თავისი საიტიდან ინფორმაცია რუს საცალო ვაჭრებსა და მწარმოებლებზე, უკრაინულ ღვინოს კი განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ბოლო დღეებში.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უკრაინულ პროდუქტზე შეთავაზებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით 14%-ით, ნატოს ქვეყნებში - 15%, აშშ- 21%, დიდ ბრიტანეთში - 30% გაიზარდა. საიტზე ასევე წერენ, რომ იმ სანქციებს, რომელსაც დასავლეთი რუსეთს უწესებს და ომზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ყველა უნდა შეუერთდეს და თავადაც უკრაინული ღვინისთვის მეტი ყურადღების დათმობით იმავეს ცდილობენ.

ომის საწინააღმდეგო პროტესტს მეღვინეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უერთდებიან. ამასთან ერთად, დელავერის შტატში FranksWine მართავს საქველმოქმედო საღამოს, სადაც უკრაინული ცქრიალა ღვინისა და არყის დეგუსტაციაც იქნება შესაძლებელი. შემოსულ თანხას კი მთლიანად ადგილობრივი უკრაინული ტაძრების ფონდში გადარიცხავენ. ასევე, უკრაინული სასმლის გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილიც მუდმივად ფონდების ანგარიშზე გადაირიცხება.

ასეთი მხარდაჭერის კიდევ ერთი ინიციატორი კალიფორნიელი მეღვინე და ღვინის კომპანია Maria Cincetto Winery, რუსი იმპორტიორებისთვის ღვინის მიწოდებას მთლიანად წყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ მათ წარმოებულ ღვინოზე მოთხოვნა მაღალია, კომპანია გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, შემოსავლის ნაწილს კი უკრაინელთა დასახმარებელ ფონდებში გადარიცხავენ.

კიდევ ერთი სიახლე არყის ბრენდ „სტოლიჩნაიას“ ეხება. ბრენდის მფლობელი პუტინთან დაპირისპირებული რუსი ბიზნესმენი იური შეფლერია, რომელმაც 2000 წელს რუსეთი დატოვა. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ბრენდს სახელი შეუცვალონ და არაყი ამ დასახელებით აღარ გაიყიდება. მიზანი, პუტინთან დაპირისპირების გარდა, იმის ხაზგასმაა, რომ კომპანია ლატვიურია - წერენ 9 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში. მათივე წარმომადგენლების თქმით, ეს უკრაინის მხარდასაჭერი პოზიციის გამოხატულებაა. ამავდროულად კი აშშ-სა და ევროპაში რუსული დასახელების პროდუქციის გაყიდვა მნიშვნელოვნად იზღუდება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული