Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქინძმარაული ორიგინალი, ქინძმარაულის მარანი, 2008

22.80 ლარი

ქინძმარაულის მიკროზონაში მოყვანილი საფერავიდან დაყენებული ღვინოა, ნახევრადტკბილი. სასიამოვნო გარეგნობის ღვინოა, ალუბლისფერი, ჟოლოსფერი რკალით. სურნელზე პირველ რიგში მცენარეული ტონები იქცევს ყურადღებას, რომელსაც მოგვიანებით კენკრის, მაგალითად, ჟოლოს არომატები ავსებს. გემოზე საკმაოდ ძლიერია, ტანინიანი, ხანგრძლივი და საინტერესო დაბოლოებით.

2012 წლის დახასიათება:

ეს ქინძმარაული შარშანაც კარგი იყო და წელსაც მშვენიერ ფორმაშია.  ამ ტიპის ღვინოების დაძველებაზე ლაპარაკი ზედმეტია, მოგეხსენებათ ნახევრადკბილი ღვინოები ცივად ინახება ხოლმე საწარმოებში და ეს ღვინოც სწორედ ასე შენახული და ჩამოსხმული სულ რაღაც 2-3 თვის წინ. ძალიან სასიამოვნო ალუბლისფერი გარეგნობა აქვს, გემოზე კი ნაზი ტანინები სიტკბოს და სირბილეს ერწყმის. სურნელში ჟოლოს მურაბასა და თუთის ტყლაპს იგრძნობთ. მიაყოლეთ დესერტს, შოკოლადიან ნამცხვრებს, წითელ ხილს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული