Home
ქართული | English
ივნისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ორხვის ცოლიკოური, ჟორა გაბიძაშვილის მარანი, 2012

28.00 ლარი

ეს ცოლიკოური ერთ-ერთი პირველი შარშანდელი ღვინოა, რომელიც ბოთლებში ჩამოისხა და ბაზარზე გამოჩნდა. ლეჩხუმური, სოფელ ორხვში მოწეული ცოლიკოურიდანაა ეს ნახევრადმშრალი ღვინო დაყენებული. მოოქროსფერო ჩალისფერია, მცირედი ნაღების, ვაშლის ჩირისა და ვაშლისვე მურაბის ტონებით. მსუსხავი, ხალისიანი, ცინცხალი ღვინოა, პირდაპირი და ალალი, სოფლური გემოთი. კარგი მისაყოლებელი იქნება სალათებთან და ბაჟეში ჩაწყობილ ქათმის თეთრ ხორცთან. გახსნისას ფრთხილად იყავით, ნარჩენმა შაქარმა შეიძლება ხელახალი დუღილი გამოიწვიოს ღვინოში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული