Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მინის საღვინე ჭურჭლის რეცხვა

გიორგი ბარისაშვილი

ახლოვდება რთველი, რასაც საოჯახო მარნებში საღვინე ჭურჭლის რეცხვა-დეზინფექცია უძღვის წინ. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ მარნებში ზოგჯერ ჰიგიენის წესები არაა სათანადოდ დაცული, რაც აისაახება კიდეც ღვინის ხარისხზე. უნდა ითქვას, რომ ყოველ ჭურჭელს ჰიგიენის წესების მხრივ თავისებური მიდგომა ესაჭიროება.

 ამჯერად გთავაზობთ მინის ბოცების რეცხვის ერთ ძველ და საასარგებლო წესს. ხშირია შემთხვევა, როდესაც მინის ბოცებს შიდა კედლებზე შერჩენილი აქვს: ღვინის ლექი, ღვინის საღებავი ნივთიერებები, ღვინისავე კრისტალები, რაც ღვინის მიკრობიოლოგიურად დამაბინძურებელ წყაროს წარმოადგენს. მინის ბოცები უპირატესად ონკანის წყლით ირეცხება, რომელი პროცესიც რიგ შემთხვევებში არადამაკმაყოფილებელია, რადგან ჭურჭლის შიდა კედლებს წყლის ჭავლი ვერ აცლის შერჩენილ ჭუჭყს. უნდა აღინიშნოს, რომ დაბიძურებული ბოცის შიდა ზედაპირი ისედაც რთული გასარეცხია და ამ პროცესის შემთხვევაში დიდი ყურადღებაა საჭირო. დაბინძურებული ბოცის შიდა კედლების სარეცხად ერთ-ერთი კარგი საშუალებაა წვრილთვალიანი და ამასთან უჟანგავი ლითონის ჯაჭვი, რომლის სიგრძე დაახლოებით მეტრნახევარი ან ორი მეტრია. ჯაჭვს 2 ლიტრ წყალთან ერთად მოათავსებენ გასარეცხ ბოცაში და ბოცის წინ და უკან მოძრაობით ხდება ბოცის კედლებზე შემხმარი ჭუჭყის მოშორება. ამ დროს ჯაჭვი ჭუჭყს ხეხავს, როგორც დაახლოებით ხელის ჯაგრისი და ბოცა სუფთავდება. როდესაც დარწმუნდებით, რომ ბოცა სუფთაა, ის კარგად უნდა გამოირეცხოს და სასურველია კარგად გამოშრეც მზეზე. გამოყენების წინ ბოცას უნდა ეხრჩოლოს ჩასაბოლებელი გოგირდი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



ჯაჭვი შუშის ბოცას არ დააზიანებს?


არა:)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული