გამოქვეყნებულია: 21 თებერვალი, 2009 - 14:39
ალაზნის ველზე, ალავერდის ზონაში მოკრეფილი საფერავიდან დონატო ლანატი კიდევ ერთ პრემიალურ ქართულ ღვინოს ამზადებს. “კახური წარჩინებული” უკვე სიმწიფეშია შესული, ხასიათდება მუქი ლალისფერით, დაეტყო სიძველის სასიამოვნო ნიშნები და სურნელშიც მეტად გამოჩნდა მწიფე ხილის ტონები, მაგ. ზღმარტლის, რომელსაც ჰარმონიულად ერწყმის შავი მოცხარის სურნელი. ღვინის გემოში კი მსუბუქი სიმწკლარტე და კენკრისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობა იგრძნობა.
მიაყოლეთ მოხარშულ ხბოს ხორცს, გრილზე შემწვარ ძეხვეულს. კარგი იქნება შემწვარ სულგუნთან, შემწვარ ქათამთან და პიცასთან.
მალხაზ ხარბედია
© vinoge.com
თემა:
ახლა შეიძლება არც იყოს ბაზარზე. კომპანიას დაუკავშირდით, ბადაგონს.
თქვენი კომენტარი