Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ართანული საფერავი, კახა ბერიშვილის მარანი, 2011

28.00 ლარი

ართანული საფერავი ყოველთვის ხალისიანობით გამოირჩევა, შედარებით მაღალმჟავიანია და შენახვის კარგი პოტენციალი გააჩნია. ეს ღვინო ახალია, ჟოლოსფერი. აუცილებლად საჭიროებს განიავებას. საკმაოდ ეკზოტიკური პირველი სურნელები აქვს, სადაც ერთმანეთს ერწყმიან ქლიავის ჩირისა და მწიფე შავი კენკრის ტონები. ყოველ ყლუპზე ღვინო სულ უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელი ხდება. საკმაოდ სხეულიანია. ამ ღვინის უმთავრესი ღირსება, ჩემი აზრით, ხანგრძლივი დაბოლოებაა. საუკეთესო მისაყოლებელი იქნება ხბოს ჩაშუშულთან, ჩახოხბილთან და ჩანახთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული