Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შარდონე, შატო მუხრანი, 2009

მუხრანის ველზე რომ შარდონე კარგ შედეგს აჩვენებდა, მემგონი მოსალოდნელიც იყო. იქაური ნიადაგები და კლიმატი ხომ ერთ-ერთი საუკეთესოა ხალისიანი თეთრი ღვინოებისთვის. ეს ახალი შარდონეც ასეთია, მკრთალი ჩალისფერი, ძალზე ხალასი ღვინო, რომელიც აპერიტივადაც საუკეთესო იქნება და თევზის ყველაზე ეკზოტიკურ კერძებთანაც. ატმისა და ციტრუსების, პირველ რიგში კი გრეიპფრუტისა და ფეიხოას სურნელებს ამოიცნობთ ღვინოში. დაბოლოებაში კი ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო ხანგრძლივდება და ხასიათზე მოყავხართ, როგორც საუკეთესო შამპანურების შემთხვევაში.

© ღვინის კლუბი/“Weekend“



კარგი ღვინოა, მარა......... მომკალით და არ უნდა კეთდებოდეს ქართული ბაზრისთვის არაქართული ჯიშის ყურძნის ღვინო. იმ ტოტს ვჭრით რაზეც ვსხედვართ. რომ შემეძლოს კანონით ავკრძალავდი.


გეთანხმებით, მაგრამ კანონით აკრძალვა სრულიად ზედმეტია. ჰიბრიდი ხომ არაა ბოლოსდაბოლოს... თანაც არამგონია ამით რაიმე განსაკუთრებულ ტოტს ვჭრიდეთ, იმიტომ, რომ ის მიზერული რაოდენობის შარდონე, კაბერნე, პინო ან მერლო, რაც საქართველოშია გაშენებული, ვერაფერს დააკლებს ქართულ ჯიშებს. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ შეინიშნება ამის ტენდენცია. მაგას ჯობია იმაზე იფიქრონ მეწარმეებმა, ამხელა მრავალფეროვნების პატრონები მარტო საფერავიდან და რქაწითლიდან რომ აყენებენ ღვინოს. ამოვიდა ყელში ეს ერთფეროვნება.


აქ საქმე იმაში კი არ არის რომ ქართულ ჯიშებს საფრთხე ექმნება, არა – ეგარაპირდაპირი საფრთხეა. ჩემი აზრით საფრთხე იმაშია რო თუ ქართველ მომხმარებლებს შევაჩვევთ შარდონეს, მერლოს, კაბერნეს და სხვა არაქართულ ჯიშებს ეს გზას გაუხსნის უცხოელ მწარმოებლებს ქართულ ბაზარზე და მერე ჩვენ მოგვიწევს მათ მოედანზე, მათი წესებით თამაში. ეს კი არც ისე სახარბიელი პერსპექტივაა. ჩვენ ამით მათ საქმეს გავაკეთებთ. ჩვენი ჯიშები ხო ჩვენი კოზირია.


ვერნაირად ვერ დაგეთანხმებით, უფრო მეტიც, არასწორად აფასებთ ქართულ ბაზარზე შექმნილ ვითარებას. აბსოლუტურად უკონკურენტო გარემო რომაა, სწორედ მაგიტომაა ქართული ბაზარი მკვდარი და ამიტომაა, რომ ჩვენთან ბოთლში ჩამოსხმული ღვინის მხოლო თითოოროლა % იყიდება საქართველოში. ძირითადი წილი კი აბსოლუტურად გულგრილ ბაზრებზე მოდის – უკრაინა და ა.შ. სადაც არავინ ინტერესდება ჩვენი ღვინის ხარისხით და ტიპურობით, იქ მხოლოდ ინერციაა. ჩვენი ჯიშები ნამდვილად ჩვენი კოზირია და ღვინის კლუბი განუწყვეტლივ ვსაუბრობთ ამის შესახებ და პროპაგანდას ვუწევთ ამას, მოვუწოდებთ შედარებით იშვიათი ჯიშებიც გააშენონ, ვურჩევთ დიდ დროს და ენერგიებს ნუ დახარჯავენ უცხოურ ჯიშებთან ექსპერიმენტებში, თუმცა ეს მაინც არ გვაძლევს უფლებას ადამიანებს უცხოური ჯიშები ავუკრძალოთ... აბა ერთი გაბედოს ვინმემ და ამიკრძალოს რონული ვიონიეს და სირას, ან იტალიური სანჯოვეზეს და არგენტინული მალბეკის დალევა... :) ძალიან გარედან უყურებთ მოვლენებს, ეგ რაღაც სანქციები არაა გამოსავალი, და არც მომხმარებელი იმსახურებს იმას, რომ მას ცხვრის ფარასავით მოეპყრან. მთავარია ბაზარი კარგი, ხარისხიანი, მრავალფეროვანი ქართული ღვინით გაჯერდეს და ყველაფერს ეშველება.


მალხაზ, თუ ასე გაგრძელდა მაქს. 20 წელიწადში ჩვენს ბაზარზე კონკურენცია მოგვიწევს 1-1,5 დოლარად ღირებულ ავსტრალიურ მერლოსთან და ჩილეს შარდონესთან. ამის შედეგად რას მივიღებთ ჩემთვის ნათელია, ქართული მეღვინეობის და ამ ბიზნესის "დარხევას". ხარისხის ასამაღლებლად სხვა, უფრო ეფექტური საშუალებები არსებობს სახელმწიფოს მხრიდან. ყველა ქვეყანა მსოფლიოში, აბსოლიტურად ყველა ცდილობს ყველა შესაძლო ხერხით დაიცვას თავისი ეროვნული, იქნება ეს ღვინო, ყველი, შოკოლადი თუ სხვა რამ. ჩვემ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ადგილობრივ ბიზნესს და მეღვინეობას დავტოვებთ ამ ბიზნესის მოსტრებთან პირისპირ. კი, გასაგებია რომ კომპანიები არ არისნ მოწოდების სიმაღლეზე ქართულ ბაზარზე მარა ამის როგორც სუბიექტური ისე ობიექტური მიზეზები არსებობს. მე უბრალოდ იმის მომხრე ვარ რო ბომბი არ დავიდოთ სკამის ქვეშ.


ამაზე მეტად ვეღარ "დაგვერხევა" :) სხვათა შორის, ავსტრალია იმდენს ახერხებს, რომ ექსპორტზე გატანილი ღვინო, რომელსაც ათასი ხარჯი ემატება, გაცილებით უფრო იაფი ღირს, ვიდრე ბევრი ჩვენი სამარცხვინო, უვარგისი ღვინო, ამაყად რო აქვს ბეჭებზე მიკრული 10–15 ლ. პირველ რიგში ჩვენთან უნდა გაჩნდეს ყველანაირი ღვინო, იაფიანით (და შედარებით ხარისხიანით) დაწყებული, პრემიალურით დამთავრებული. როცა ბაზარს აითვისებ, ავსტრალია ვერ მოგერევა, დამიჯერე. შენს ქვეყანაში ხარ, შენი ქვეყანა კი ღვინის ქვეყანაა და ბრიტანეთივით ან კანადასავით, ვერასდროს დაიპყრობს ჩვენს ბაზარს ავსტრალიური ღვინო. არ უნდა ამას ამდენი ფილოსოფოსობა და შეთქმულების თეორიები... აბა რა გირჩევნიათ, ნაგავი გვასვან ფალსიფიკატორებმა? თბილისის რესტორანში ბოლოს როდის იყავით? იცით საერთოდ რა ღვინოებს ყიდიან? ბოლოს როდის გასინჯეთ კარგი ჩამოსასხმელი ღვინო რესტორანში? და იცით, რომ ექსპორტისთვის საერთოდ არც დარჩებოდა ღვინო, მართლა ყურძნის ღვინო რომ მოიხმარებოდეს და იყიდებოდეს საქართველოში? გამოთვალეთ გაშენებული ვენახების რაოდენობა, დაწურული ღვინის რაოდენობა, საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის მოხმარება და მიხვდებით... საქმეც მაგაშია, რომ ეროვნულს არ იცავენ. სწორედ ესაა ანტიეროვნული, შენსას რომ ვერაფერს უხერხებ და თვალსა და ხელს შუა გილპება ხელებში და არა ის, რომ უცხოური შემოგაქვს. ასერომ, არ ღირს არარსებულ პრობლემებთან ბრძოლაში კალორიების ხარჯვა, ეს თითიდან გამოწოვილი პრობლემები დემაგოგებს, ფუნდამენტალისტებს და უსაქმურებს დავუტოვოთ, ჩვენ კიდე საქმეს მივხედოთ :)



სადღაც ერთი კვირის წინ შატოს მუხრანის ქარხანაში ვიყავი დეგუსტაციაზე და რამდენიმე მათი ღვინო დავაგემოვნე. პირველი გაუფილტრავი შარდონე მოიტანეს რომ დავლიე იქვე გავშეშდი ისეთი საოცარი რამ იყო(მანამდე არასდროს გამესინჯა)მე რომ აწი ვინმემ ამ ღვინის დალევა ამიკრძალოს თოფს ვესვრი :D


ჩვენი კომპანია ერთ–ერთი პირველი იყო, ჯერ კიდევ 2006 წელს ვინც შარდონე, მერლო და მალბეკი დავამზადეთ. სხვათაშორის მალხაზ, შენ ჩვენი კახურად დაყენებული შარდონე გასინჯული გაქვს როგორც მახსოვს. მარა ქართულ ბაზარზე გაყიდვა მაინც არასასურველ ფაქტად მიმაჩნია. აქ ასე პოლემიკა აღარ გვინდა, რო შევხვდებით მაშინ ვისაუბროთ და ვიკამათოთ.


კარგია რო აღიარე კახურად შარდონეს დაყენების ფაქტი :)) და ამაში არანაირი პრობლემა არაა, ეს ამბავი არავის დააქცევს, მეღვინესთვის კი კარგი სკოლა და გამოცდილება იქნება. იტალიაში ხალხი ლამისაა მუსკატურ ჯიშებს აყენებს კახურად და საკმაოდ საინტერესო შედეგებს არწევს... ექსპერიმენტი და უცნაურობა ყოველთვის უნდა იყოს, მაგის გარეშე ეშყი ეკარგება ბევრ რამეს. პ.ს. მემგონი არ გამოვიდა ცუდი პოლემიკა :) თუმცა რეალში ჯობია რა თქმა უნდა :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული