მუხრანის ველზე რომ შარდონე კარგ შედეგს აჩვენებდა, მემგონი მოსალოდნელიც იყო. იქაური ნიადაგები და კლიმატი ხომ ერთ-ერთი საუკეთესოა ხალისიანი თეთრი ღვინოებისთვის. ეს ახალი შარდონეც ასეთია, მკრთალი ჩალისფერი, ძალზე ხალასი ღვინო, რომელიც აპერიტივადაც საუკეთესო იქნება და თევზის ყველაზე ეკზოტიკურ კერძებთანაც. ატმისა და ციტრუსების, პირველ რიგში კი გრეიპფრუტისა და ფეიხოას სურნელებს ამოიცნობთ ღვინოში. დაბოლოებაში კი ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო ხანგრძლივდება და ხასიათზე მოყავხართ, როგორც საუკეთესო შამპანურების შემთხვევაში.
© ღვინის კლუბი/“Weekend“