Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ჩინური, ჩარდახი, 2007

ვაზი, საიდანაც ეს ბიოღვინოა დაწურული, უკვე საკმაოდ ასაკოვანია და მისგან ღვინოც დარბაისლური დგება. იაგო ბიტარიშვილის არაერთი მოსავლის ჩინურის ღვინო დამილევია, თუმცა ურთულესი 2007 წელი მაინც ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. ღვინოს ძალიან მკრთალი ჩალისფერი აქვს, ეფექტური პირველი სურნელებით ხასიათდება, სადაც ველური პიტნის ტონებს პანტა მსხლის ძლიერი არომატი ერწყმის. გემრიელი სიხისტე და მჟავიანობა, სხვა ფაქტორებთან ერთად, კარგად შესანახ ღვინოდ აქცევს მას. დღესდღეობით ეს ალბათ ქართლური ღვინის ეტალონად უნდა მივიჩნიოთ. ძალიან ხანგრძლივი დაგემოვნების ღვინოა, რომელიც ყოველ ყლუპზე ახლიდან აღმოგაჩენინებს თავს. საუკეთესო მისაყოლებელი იქნება ხამანწკებთან, ევროპულ ყველებთან, შამფურზე შემწვარ თევზთან და ბოსტნეულთან.

 მ.ხ. © vinoge.com

არქივი

ივლისი 2010
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

გამოკითხვა

რომელი ტიპის მშრალ თეთრ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?: