Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინოები ელის ფეირინგის ღვინისა და კერძის შეხამებებში

რამდენიმე დღის წინ, ბრიტანულ ვებ გვერდზე Female First გამოქვეყნდა ელის ფეირინგის მოკლე მიმოხილვა სათაურით - "მცენარეული საკვები და ღვინო? ბუნებრივი შეხამება ელის ფეირინგისგან". ამ წერილის დაწერის საბაბი კი მისი ახალი წიგნი The Dirty Guide to Wine გახდა.

ელისი 2000 წელს იხსენებს, როცა თავის პირველ წიგნზე მუშაობისას, მაშინ ჯერ კიდევ ახალბედა მწერალი ერთ ავტორიტეტულ რედაქტორს შეხვდა წიგნის გამოცემის თაობაზე, რომელმაც სადილისას ჰკითხა, ბორდოს რომელი ღვინოები მოსწონდა. ელისმა უპასუხა, რომ ბორდოს ნაკლებად სვამდა. რედაქტორმა დამცინავად ჰკითხა "ვეგეტარიანელი ხართ?" და შემდეგ დასძინა: „კი მაგრამ, სტეიკის გარეშე როგორ შეიძლება ბორდოს ნამდვილი გემო გაიგო?!“. მისთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლებოდა ღვინის მწერალს არ ჰყვარებოდა სტეიკი, რომელიც ასე უხდება ბორდოს.

ელისი ღრმადაა დარწმუნებული, რომ  წარმოდგენა, თითქოს მხოლოდ ხორცის შიშხინა ნაჭერი შეიძლება მიაყოლო სხეულიან წითელ ღვინოებს, ისეთივე მცდარია, როგორც გავრცელებული აზრი იმაზე, რომ შამპანური და ტორტი იდეალური წყვილები არიან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მცენარეული საკვები ადვილად ეხამება და უხდება ყველანაირ ღვინოს.

ელისის ახალი წიგნი The Dirty Guide to Wine იკვლევს არომატებს მიწიდან ჭიქამდე, თან ახლავს რეკომენდაციები, რომლებიც ჰარმონიულად ეხამება ბოსტნეულიდან და სხვ. მცენარეული კერძების რეცეპტებს. ღვინო რომელსაც ის მიირთმევს ორგანული მეურნეობებიდანაა. ისინი არ იყენებენ დანამატებს, გარდა, მცირე რაოდენობით გოგირდისა.

წერილში ელის ფეირინგი შვიდ საყვარელ კერძს ასახელებს, ღვინოებთან ერთად დაწყვილებულს, ეს შეხამებები მის ახალ წიგნშიც შეგხვდებათ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩამონათვალს იგი ქართულ ქვევრის ღვინოებით იწყებს.

ელისის რჩევით, პილპილმოყრილ ახალი კომბოსტოს სალათს არაჩვეულებრივად ეხამება ტანინიანი ქარვისფერი ქვევრის ღვინოები: ხოხბის ცრემლების რქაწითელი,  იაგოს ჩინური და მანდილის მწვანე.

შემწვარი ბადრიჯანი ბროწეულის სოუსით - ამ კერძისთვის ეგზოტიკური გემოების თვალსაზრისით, იგი გვირჩევს ძლიერი, მაღალმჟავიანი Merello Mascalese-ს ეტნას მთიდან, სიცილია, როგორიცაა Calabretta’s Etna Rosso.

ვეგეტარიანული Paté-ს ამზადებს ხახვის კონფიტიურით, ველური სოკოსა და კაკლის მიქსით. ამ კერძთან იგი ირჩევს ავსტრიულ როზეს. მარტინ და ანა არნდორფერის Vorgeschmack Rosé-ს. ყურძნის ჯიში ცვაიგელტი (zweigelt), სასიამოვნოდ მჟავიანობის და ყვავილების არომატებით.

პასტა ბარდით და ბაბუაწვერას ფოთლის სალათით (Dandelion greens) - უხამებს Eric Texier’s დაბალფასიან ღვინოს, გრენაშიდან დაყენებულ Chat Fou, ასევე პინო ნუარს ორეგონიდან, Eyrie Reserve ან Beckham Estate’s amphor - Creta.

ცუკინის წვნიანი - ოდნავ მოხრაკული ხახვით და ოხრახუშით. მასთან ელისს ძალიან მოსწონს ნეშომპალის ტონებიანი Loire Valley-ის კაბერნე ფრანი. ბოლოდროინდელი სიყვარულია - Domaine Guion, იაფი და მინერალური. ასევე გვირჩევს მოვიძიოთ ამ მწარმოებლების ღვინოც: Domaine de la Chevelerie ან Catherine და Pierre Breton.

ცხარე სანელებლებიანი კუსკუსი - იდეალურია სხეულიანი ღვინო პილპილის ეფექტით - Guímaro Tinto Ribeira Sacra. ესპანეთი არაჩვეულებრივი გამოსავალია მაროკოთი შთაგონებული ვეგეტარიანული კერძების კომპლექსურობისა და სიცხარისთვის.

ზეითუნის ზეთში შემწვარი ძირხვენები (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი და ა.შ.) - ორგანული, იაფი Château le Grolet, ან ბიოდინამიკური, ღვთაებრივი Château Le Puy დაარწმუნებს ნებისმიერ სტეიკის მოყვარულს, რომ ბორდო და ბოსტნეულის სამეფო შეიძლება ჰარმონიულად შეეხამოს ერთმანეთს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული