Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“თიხით შემოლესამთ მაგრა, რო რაც უნდა იავდროს, წვეთი არ ჩავა. მეორეთ მოსვლამდის შეინახება”

მთხრ. შერმადინი, 110 წ. (სოფ.ატენი)

[ყურძენს] დანით მოვკრიფამთ, გოდრებში ჩავყრით და უნდა დავწუროთ. მარან-ქვევრებსა, როგორც დადგება ღვინობისთვე, უნდა დაუწყოთ რეცხვა ღვიითა. შევკრამთ ღვიის ცოცხებს, აქ ცოცხი არ ვიცით. სარცხით [ვრეცხავთ] პატარა ქვევრებსა. ღვია სუნსაც აძლევს და კარგათ რეცხამს - ეკალია. ხუთი ცოცხი რო შეაზავო, ოცკოკიანს მეტი არ უნდა. [კაცი] ჩაჯდება შიგა და რეცხამს შიგა, მივაწვდით. ამოაწარწუხებს, გარეცხამს ხუთი, რო კარგა რეცხო, მეტი არ გინდა. სული არ მისცეს ქვევრსა და ჭუჭყი. ღვინობისთვე, გიორგობა[ს] [უნდა] მოვხადოთ.

სარცხი. ტარია გრძელი, იმაზე - ბალამწარე. ბალი ტყეშია, საჭმელათ არ ივარგება ქერქს აძრობენ და იმისგან აკეთებენ. დასჭრიან კუთხიანათ, აასხამენ სარზე, წმენდამენ პატარა ქვევრს, რომელშიც კაცი არ მოთავსდება, იმით რეცხავენ, სარცხითა.

ტყე-კორა არ ვიცით.

საწნახელში ჩავყრით, დაიხდიან ბიჭები ფეხეფსა, დაირეცხამენ, დაიკარწახებენ., შედგება რამდენიმე კაცი, საღვინე უნდა გეჭიროს და ღვინო სვა. თუ კარგი რთველი იყო, ცხვარს დაჰკლამდნენ. საწნახელს [აქვს] არშინ-ნახევარი სიმაღლე, არშინ-ნახევარი - სიგანე, ექვსი არშინი - სიგრძე. ფიცრები აწყვია ქვეშა; რო დაიწურება, საღამო დროთი გაამსებენ საწნახელს, მუშას დაუძახებ, რამდენიც გინდა. რო დასწურამენ, ცალგვერდზე მიყრიან ჭაჭას, მერე დაჭაჭამენ. თუ იმ ღამეს ეზარებათ, მეორე დილით იმას დავქაჯამთ: საქაჯავში ჩავყრით, იქიდან გამოდის ტკბილი. ჯერ ტკბილში ჩავყრით ჭაჭასა, რაც მოუნდება, დანარჩენ ცალკე ქვევრში ჩავყრით, იმისგან არაყს გამოვხდით. არ ჩახურდეს, ცივცივი უნდა ჩაყარო. თუ არ ჩაყრი, ღვინოს გააფუჭებს. ამოვიღებთ ტკბილს, რო დავაყენებთ, ნადუღს დავაყენებთ. მერე დაიდუღებს ქვევრი. მერე შეიმსება, როცა დაიდუღებს. ის რო შაამსო თავიდანვე, დაწურვის დროსა, აჰყრის სარქველსა. ნაკლულია, რო მიწა არ ჩაიტანოს, რო გადმოვა. მერე შეამსებ იმავე წლის მოსავლით. დააფარეფ სარქველსა და თიხით შემოლესამთ მაგრა, რო რაც უნდა იავდროს, წვეთი არ ჩავა. მეორეთ მოსვლამდის შეინახება.

ტკბილი რო გინდა დააყენო, მაადუღებ. მაჭრისთვის რო გვინდა, საფერავს ნაკლებ უზამ, ტკბილი დადგება მაჭარი. ჭაჭა ძრიელ აკეთებს, ამაგრებს და დიდხანს ძლებს. თუ გინდა, საძველოთ მოკრიფო, გვიან უნდა მოკრიფო; კნიაზების ვენახს რო ვკრეფამდით, თოვლი იდო ხოლმე გიორგობისთვეში, მაგრამ ისეთი გამოდიოდა!... მანამ არ დავათრობდით ხალხსა, მანამ არ იკრიფებოდა. ისე ცივი იყო, ვერ გაბედამდნენ დაწურვას, რო გახურდებოდა, მაშინ შედგებოდა [კაცი დასაწურად]. უწინ როგორ იქნებოდა, თუ ბატონისთვის არ გვეკითხა. მე დავწურამდი, მაშინაც უნდა შეგვეტყობინებინა - ხვალა ვწურამთ; მოვიდოდა მოურავი, დააკლდებოდა, არ გამოვიდოდა კულუხი, მემრის აიღებდა. არ დააკლდებოდა  და წაიღებდა. რაც დარჩებოდა, შენი იყო. ჭაჭასაც კი წაიღებდა საფერავათ.

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, ტომი IV, ნაწილი III თბილისი, მეცნიერება, 1989.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული